ძლიერი ურთიერთქმედება

ძლიერი ურთიერთქმედებაელემენტარულ ნაწილაკებს შორის 4 ცნობილი ფუნდამენტური ურთიერთქმედების ერთ-ერთი ტიპი (დანარჩენი ტიპებია ელექტრომაგნიტური, გრავიტაციული და სუსტი ). ძლიერ ურთიერთქედებაში მონაწილე ნაწილაკებს უწოდებენ ჰადრონებს, განსხვავებით ფოტონებისა და ლეპტონებისაგან, რომელთაც არ ახასიათებთ ძლიერი ურთიერთქმედება. ძლიერი ურთიერთქმედების ერთ-ერთი გამოვლინებაა ბირთული ძალები, რომლებიც ნუკლონებს ერთანეთთან აკავშირებენ ატომბირთვში. ძლიერი ურთიერთქმედებას აქვს ქმედების მცირე რადიუსი (~10-13 სმ) და ამ მანძილებზე მნიშვნელოვნად აღემატება ყველა სხვა ტიპის ურთიერთქმედებას.

ელემენარული ნაწილაკების სტანდარტული მოდელი

ურთიერთქმედებას ძლიერი ეწოდება იმის გამო, რომ ატომის ბირთვის რიგის მანძილებზე ეს ურთიერთქმედება დანარჩენ ურთიერთქმედებებზე გაცილებით ძლიერია, მაგალითად, ის 100-ჯერ აღემატება ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებას.

ძლიერი ურთიერთქმედებით გამოწვეული მიზიდულობის გავლენით პროტონები და ნეიტრონები ერთიანდებიან ატომის ბირთვში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება