ერნესტ რეზერფორდი

ერნესტ რეზერფორდი (ინგლ. Ernest Rutherford; დ. 30 აგვისტო, 1871, ბრაიტუოტერი, ახალი ზელანდია — გ. 19 ოქტომბერი, 1937, კემბრიჯი, ინგლისი) — ახალი ზელანდიელი წარმოშობის ინგლისელი ფიზიკოსი, ბირთვული ფიზიკის ერთ–ერთი ფუძემდებელი. სამეცნიერო სკოლის შემქმნელი, ატომის პლანეტარული მოდელის ავტორი. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1903) და პრეზიდენტი (1925–1930). მსოფლიოს მრავალი სამეცნიერო აკადემიის საპატიო წევრი. ნობელის პრემიის ლაურეატი (1908).

ერნესტ რეზერფორდი
ინგლ. Ernest Rutherford[1]
დაბ. თარიღი 30 აგვისტო, 1871(1871-08-30)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი Spring Grove[8]
გარდ. თარიღი 19 ოქტომბერი, 1937(1937-10-19)[10] [11] [12] [1] [2] [3] [4] [5] [6] [8] [9] (66 წლის)
გარდ. ადგილი კემბრიჯი[7] [8]
დასაფლავებულია უესტმინსტერის სააბატო[13] [1]
მოქალაქეობა  ახალი ზელანდია[14]
საქმიანობა ბირთვული ფიზიკოსი[1] , ქიმიკოსი[1] , ფიზიკოსი[1] , პროფესორი[15] , პოლიტიკოსი[16] და უნივერსიტეტის პროფესორი[17]
მუშაობის ადგილი მანჩესტერის ვიქტორიას უნივერსიტეტი[1] , მაკგილის უნივერსიტეტი[1] , კავენდიშის ლაბორატორია და მანჩესტერის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კენტერბერის უნივერსიტეტი[1] , კემბრიჯის უნივერსიტეტი[1] , ტრინიტის კოლეჯი[1] და ნელსონის კოლეჯი[1]
განთქმული მოსწავლეები ნილს ბორი[1] , Charles Galton Darwin, პეტრე კაპიცა, Mark Oliphant, Patrick Blackett, ჰანს გაიგერი, ფრედერიკ სოდი, ერნესტ უოლტონი, ჯეიმზ ჩედვიკი, ჯონ კოკროფტი, ედვარდ ეპლტონი და ოტო ჰანი
სამეცნიერო ხარისხი ხელოვნების ბაკალავრი[14] , ხელოვნების მაგისტრი[14] , მეცნიერების ბაკალავრი[14] და მეცნიერებათა დოქტორი[14]
მეუღლე მერი ჯორჯინა რეზერფორდი[1]
მამა James Rutherford[2]
დედა Rosame elpene[18]
შვილ(ებ)ი Eileen Mary Rutherford[2]
ნათესავ(ებ)ი Ralph H. Fowler
ჯილდოები ჰექტორის მედალი[1] , ნობელის პრემია ქიმიაში[19] [20] [1] , მატეუჩის მედალი[1] , კოპლის მედალი[1] [21] , ფრანკლინის მედალი[1] , ელიოტ კრესონის მედალი[1] , სამეფო საზოგადოების წევრი[1] , ფარადეის ლექციის პრიზი[1] , ვილჰელმ ექსნერის მედალი[1] , ფარადეის მედალი[1] , რუმფორდის მედალი[1] , ალბერტის მედალი[1] [22] , ბეიკერის სახელობის ლექცია, ახალი ზელანდიის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი[23] , ედინბურგის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი, გატრის ლექცია[24] , T. K. Sidey Medal[25] , ბრესას პრემია[26] , რაინდი-ბაკალავრი, ღირსების ორდენი[27] , Silliman Memorial Lectures, ბარნარდის მედალი სამეცნიერო დამსახურებისთვის, IET Kelvin Lecture, Faraday Medal and Prize, Echegaray Medal, დალტონის მედალი და doctor honoris causa from the University of Paris[28]
ხელმოწერა

რეზერფორდის შრომები უმთავრესად უკავშირდება ატომბირთვის საკითხებს. მან დაადგინა ე.წ. რეზერფორდის ფორმულა. წამოაყენა მზის სისტემის მსგავსი ატომის აგებულების პლანეტარული მოდელი, რომლის საფუძველზეც ნილს ბორმა შექმნა ატომისა და სპექტრების თეორია. 1919 წელს რეზერფორდმა პირველმა განახორციელა ხელოვნური ბირთვული გარდაქმნები, უწოდა სახელი პროტონებს, 1921 წელს იწინასწარმეტყველა ნეიტრონის არსებობა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ახალგაზრდობის წლები

რედაქტირება

დაიბადა ჯეიმზ რეზერფორდის და მარტა ტომპსონის მრავალშვილიან ოჯახში. ერნესტის გონებრივი შესაძლებლობები მისმა პედაგოგებმა უკვე სკოლის ასაკში აღმოაჩინეს, როდესაც იგი ნელსონის კოლეჯში სწავლობდა. 1889 წელს მომავალი მეცნიერის ოჯახი საცხოვრებლად ჩრდილოეთ კუნძულზე გადავიდა და ერნესტმა სწავლა კენტერბერის კოლეჯში განაგრძო. IV კურსის დასრულების შემდეგ, მათემატიკაში შესრულებული ნაშრომისათვის, მან სამაგისტრო გამოცდებში პირველი ადგილი დაიკავა. ხელოვნების მაგისტრის წოდების მიღების შემდეგ, ერნესტმა განაგრძო კოლეჯში მოღვაწეობა და პირველ საკუთარ სამეცნიერო სამუშაოს მოჰკიდა ხელი, რომლის შედეგად მან გამოიგონა მაგნიტური დეტექტორი, ელექტრომაგნიტური ტალღების მიმღები მოწყობილობა.

1895 წელს მომავალი მეცნიერის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დადგა. ორ წელიწადში ერთხელ, დიდი ბრიტანეთის სამეცნიერო აკადემია, აცხადებდა კონკურსს, რომლის გამარჯვებულს ენიშნებოდა სტიპენდია და ეძლეოდა საშუალება სწავლა გაეგრძელებინა ინგლისში. 1895 წელს გადაწყდა, რომ ამ სტიპენდიას იმსახურებდა ორი ახალ ზელანდიელი – ქიმიკოსი მაკლორენი და ფიზიკოსი რეზერფორდი. საბოლოოდ არჩევანი მაკლორენზე შეჩერდა, მაგრამ ოჯახური პრობლემების გამო მას უარის თქმა მოუწია და რეზერფორდი გაემგზავრა ინგლისში, კემბრიჯის უნივერსიტეტში. აქ მომავალმა მეცნიერმა კავენდიშის ლაბორატორიაში, ტომპსონის ხელმძღვანელობით დაიწყო მუშაობა.

კევენდიშის ლაბორატორია

რედაქტირება

ჯოზეფ ჯონ ტომპსონი იმ დროისთვის ერთ-ერთ წამყვან მეცნიერად ითვლებოდა. მან მალევე შეამჩნია ერნესტის ტალანტი და ახალბედა მეცნიერი საკუთარ პროექტში ჩართო. ტომპსონი იმ დროს იკვლევდა აირის იონიზაციას რენტგენის სხივების ზემოქმედების ქვეშ. 1898 წლის ზაფხულში რეზერფორდი აქტიურად იწყებს ანრი ბეკერელის მიერ აღმოჩენილი სხივების შესწავლას, რომელიც ფრანგმა მეცნიერმა ურანის მარილის გამოსხივებისას აღმოაჩინა. ბეკერელის გარდა, ამ სამუშაოში ჩართულები იყვნენ პიერ კიური და მარია სკლოდოვსკა–კიური, მაგრამ რეზერფორდი იყო პირველი, ვინც ბეკერელის სხივებში ალფა და ბეტა ნაწილაკები აღმოაჩინა. მოგვიანებით აღმოჩენილი იქნა სხვა რადიოაქტიური ელემენტებიც და რეზერფორდმა ფიზიკაში შემოიღო ახალი ცნება – ნახევარდაშლის პერიოდი, რითაც განასხვავებდნენ კიდეც ტრანსურანულ ელემენტებს.

1897 წელს რეზერფორდს გაუგრძელეს სტიპენდიის გადახდა, რითაც მეცნიერს მიეცა კიდევ ერთი შანსი დარჩენილიყო ინგლისში და გაეგრძელებინა სწავლა. მაგრამ 1898 წლის აპრილში ერნესტმა მიიღო წინადადება მონრეალის უნივერსიტეტიდან, სადაც მას პროფესორის თანამდებობას სთავაზობდნენ. რეზერფორდმა იცოდა, რომ სწავლა-განათლების წლები დამთავრდა და სერიოზულ სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვის დრო დადგა, ამიტომ მან მიიღო მონრეალის უნივერსიტეტის მიწვევა და საცხოვრებლად კანადაში გაემგზავრა.

კანადაში მოღვაწეობა

რედაქტირება

მონრეალის უნივერსიტეტში მოღვაწეობის პირველ ეტაპებზე რეზერფორდი საკმაოდ ბევრ სირთულეს აწყდებოდა. სტუდენტები თავდაპირველად უკმაყოფილებას გამოთქვავდნენ, ვინაიდან ახალბედა პედაგოგის ლექციები მოსაწყენი და ერთობ უინტერესო იყო. ასევე პრობლემები შეიქმნა მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ერნესტს არ ჰქონდა საჭირო რაოდენობით ნივთიერება, რომელზეც იგი ცდებს ჩაატარებდა. გარკვეული დროის შემდეგ, რეზერფორდმა გადალახა პრობლემები, რაც მის სამეცნიერო კვლევებზეც აისახა. 1899 წელს რეზერფორდმა აღმოაჩინა თორიუმის ემანაცია, ხოლო 1902–1903 წლებში, სოდისთან ერთად ჩამოაყალიბა რადიოაქტიური გარდაქმნების ზოგადი კანონი, რაც იმ დროისთვის არსებულ წარმოდგენას ქიმიურ გარდაქმნებზე მთლიანად ანგრევდა. ამ ნაშრომის საშუალებით შესაძლებელი გახდა მენდელეევის ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაში, ელემენტების განლაგების ახსნა და ჯერ აღმოუჩენელი ელემენტების წინასწარმეტყველებაც კი.

ამავე პერიოდში, მეცნიერის პირად ცხოვრებაში მოხდა ცვლილებები. 1900 წელს მან ცოლად შეირთო მერი ჯორჯინა ნიუტონი, რომელთანაც 5 წლის განმავლობაში იყო დანიშნული. ხოლო 1901 წლის 30 მარტს მეცნიერს შეეძინა ქალიშვილი.

1903 წელს, მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის, ერნესტ რეზერფორდი არჩეულ იქნა ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრად.

ინგლისში დაბრუნება

რედაქტირება

უდიდესმა მიღწევებმა, რომლებსაც მეცნიერმა მონრეალის უნივერსიტეტში მუშაობის პერიოდში მიაღწია, რეზერფორდის ავტორიტეტი იმდენად გაზარდა სამეცნიერო წრეებში, რომ მას მსოფლიოს უამრავმა უნივერისტეტმა შესთავაზა თანამშრომლობა. 1907 წლის მაისში რეზერფორდმა გადაწყვეტილება მიიღო დაეტოვებინა კანადა და სამუშაოდ მანჩესტერის უნივერსიტეტში გადასულიყო. თუმცა, ადგილმდებარეობის შეცვლას უარყოფითად არ უმოქმედია მეცნიერზე და უკვე 1908 წელს, გერმანელ მეცნიერ, ჰანს გეიგერთან ერთად რეზერფოდმა შექმნა ალფა–ნაწილაკების პირველი მთვლელი. ამავე წელს მეცნიერს მიენიჭა ნობელის პრემია, მაგრამ არა ფიზიკის, არამედ ქიმიის დარგში.

1919 წელს რეზერფორდი დაინიშნა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობაზე, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე. პარალელურად მას ერგო კევენდიშის ლაბორატორიის დირექტორის პოსტიც. ამ დროისთვის მეცნიერს ჩამოყალიბებული ჰქონდა სამეცნიერო სკოლა, რომელიც დამსახურებულად ითვლებოდა საუკეთესოდ მთელ მსოფლიოში. რეზერფორდის სკოლამ აღზარდა ისეთი გენიოსები, როგორებიც იყვნენ: ჰენრი მოსლი, ჯეიმზ ჩედუიკი, ოტო ჰანი, პეტრე კაპიცა, ჯონ კოკროფტი, ჯორჯ გამოვი.

უკანასკნელი წლები

რედაქტირება

მიუხედავად დიდი დატვირთვისა, რეზერფორდი მაინც აგრძელებდა მუშაობას და 1920 წელს მან იწინასწარმეტყველა ნეიტრონის და დეიტრონის არსებობა. 1933 წელს მისი ინიციატივით ჩატარდა ცდა, სადაც ექსპერიმენტულად დადგინდა მასისა და ენერგიის დამოკიდებულება ბირთვული რეაქციების დროს. ამავე პერიოდში, კონკრეტულად კი 1923 წელს რეზერფორდი არჩეულ იქნა ბრიტანული ასოციაციის პრეზიდენტად. 1925 წელს იგი დაინიშნა ლონდონის სამეფო საზოგადოების პრეზიდენტად. 1931 წელს მას მიენიჭა ბარონის ტიტული.

1937 წლის 19 ოქტომბერს, კემბრიჯში გარდაიცვალა მე–20 საუკუნის უდიდესი ექსპერიმენტატორი ერნესტ რეზერფორდი. იგი დაკრძალულ იქნა ვესტმინსტერის სააბატოში, მისი პედაგოგის, ჯოზეფ ჯონ ტომპსონის გვერდით. მისი სახელი ეწოდება რადიოაქტიურობის საზომ ერთეულს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 337.
  • გუჯაბიძე, ჯ., რეზერფორდი, თბილისი, 1975
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 1.21 1.22 1.23 1.24 1.25 1.26 1.27 Ernest Rutherford
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Lundy D. R. The Peerage
  3. 3.0 3.1 KNAW Past Members
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  7. 7.0 7.1 www.accademiadellescienze.it
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Badash L. Encyclopædia Britannica
  9. 9.0 9.1 Ernest Rutherford / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  10. Капица П. Л. Резерфорд Эрнест // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1975. — Т. 21 : Проба — Ременсы. — С. 582.
  11. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  12. SNAC — 2010.
  13. http://www.westminster-abbey.org/our-history/famous-people?collection=wma-people&query=ernest+rutherford
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 Earnest Rutherford
  15. Ernst Rutherford
  16. Hansard 1803–2005
  17. Czech National Authority Database
  18. Pas L. v. Genealogics — 2003.
  19. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/chemistry/laureates/1908/
  20. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  21. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  22. https://www.thersa.org/about/albert-medal/past-winners
  23. https://www.royalsociety.org.nz/who-we-are/our-people/our-fellows/all-honorary-fellows/p-r/
  24. https://www.scientificlib.com/en/Physics/Info/GuthrieMedalAndPrize.html
  25. https://royalsociety.org.nz/what-we-do/medals-and-awards/discontinued-awards/t-k-sidey-medal/
  26. Premio BressaAccademia delle Scienze di Torino.
  27. https://www.royalsociety.org.nz/who-we-are/our-people/our-fellows/all-fellows/
  28. Liste des docteurs honoris causa de l'Université de Paris de 1918 à 1933 inclus — 1934. — Vol. 9, გამ. 1. — P. 90–95. — ISSN 0041-9176