ერნესტ უოლტონი
ერნესტ ტომას სინტონ უოლტონი (ინგლ. Ernest Thomas Sinton Walton; დ. 6 ოქტომბერი, 1903, დუნგარვანი, ირლანდია — გ. 25 ივნისი, 1995, ბელფასტი) — ირლანდიელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში (ჯონ კოკროფთან ერთად, 1951).
ერნესტ უოლტონი | |
---|---|
ინგლ. Ernest Thomas Sinton Walton | |
დაბ. თარიღი | 6 ოქტომბერი, 1903[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | Abbeyside, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[5] |
გარდ. თარიღი | 25 ივნისი, 1995[1] [2] (91 წლის) |
გარდ. ადგილი | ბელფასტი[6] [7] |
დასაფლავებულია | Deans Grange Cemetery[8] [9] |
მოქალაქეობა |
ირლანდიის რესპუბლიკა დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო Irish Free State |
საქმიანობა | ფიზიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | კემბრიჯის უნივერსიტეტი და დუბლინის ტრინიტის კოლეჯი |
ალმა-მატერი | ტრინიტის კოლეჯი, Methodist College Belfast[10] , დუბლინის ტრინიტის კოლეჯი და Cookstown High School |
მეუღლე | Winifred Walton |
ჯილდოები | ნობელის პრემია ფიზიკაში[11] [12] და ჰიუზის მედალი |
ხელმოწერა | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაერნესტ უოლტონი დაიბადა 1903 წლის 6 ოქტომბერს დუნგარვანში. მისი მამა იყო მეთოდისტი მღვდელი. უოლტონმა თითქმის მთელი ბავშვობა ულსტერში გაატარა. იმ დროს ჩვეული იყო, რომ მღვდლების ოჯახები 3 წელიწადში ერთხელ გადაადგილდებოდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე. შედეგად, ერნესტმა განათლება დოუნის, ტირონისა და დუბლინის სკოლებში მიიღო. 1915-1921 წლებში სწავლობდა მეთოდისტურ კოლეჯში, ბელფასტში.
1922 წელს უოლტონმა მოიპოვა სტიპენდია და დაიწყო ფიზიკისა და მათემატიკის სწავლა დუბლინის ტრინიტის კოლეჯში, სადაც მიიღო ბაკალავრისა (1926 წელს) და მაგისტრის (1927 წელს) ხარისხი. ტრინიტის კოლეჯში სწავლის წლებში უოლტონმა მიიღო შვიდი ჯილდო ფიზიკასა და მათემატიკაში მიღწეული წარმატებებისთვის. დიპლომის მიღების შემდეგ უოლტონი მიიღეს კემბრიჯის უნივერსიტეტის სამაგისტრო სკოლაში კავენდიშის ლაბორატორიაში ერნესტ რეზერფორდის ხელმძღვანელობით. 1931 წელს უოლტონმა მიიღო დოქტორის ხარისხი და 1934 წლამდე მუშაობდა კემბრიჯში მკვლევარად.
1928 წლიდან მუშაობდა ჯონ კოკფორტთან პროტონების აჩქარებაზე. მარკ ოლიფანტთან ერთად მათ ააგეს კოკროფტ-უოლტონის გენერატორი, სადაც 1932 წელს ლითიუმი მაღალი ენერგიის პროტონების სხივებით დაიბომბა და გადააქცია იგი ჰელიუმად და სხვა ქიმიურ ელემენტებად. ეს იყო ქიმიური ელემენტების მსოფლიოში პირველი წარმატებული ხელოვნური ტრანსმუტაცია, რისთვისაც კოკროფტს და უოლტონს 1951 წელს მიენიჭათ ნობელის პრემია ფიზიკაში.
ერნესტ უოლტონი დაბრუნდა ირლანდიაში 1934 წელს და გახდა დუბლინის ტრინიტის კოლეჯის ფიზიკის ფაკულტეტის წევრი. 1946 წელს დაინიშნა ბუნებრივი და ექსპერიმენტული ფილოსოფიის ემერიტუს პროფესორად დუბლინის ტრინიტის კოლეჯში. უოლტონი იყო შესანიშნავი ლექტორი, რომელსაც შეეძლო ფიზიკის რთული თემების მარტივად და გასაგებად წარმოჩენა. თუმცა, დუბლინში ექსპერიმენტული კვლევის შესაძლებლობები ძალიან შეზღუდული იყო. უოლტონი ჩართული იყო სათვალეებში ფოსფორესცენციის ეფექტის, ზედაპირიდან მეორადი ელექტრონების გამოსხივების შესახებ იონური დაბომბვის გავლენის ქვეშ და რადიოკარბონული დათარიღებისა და მინაზე თხელი ფენების რადიოაქტიურობის (დაბალი დონის დათვლა) გაზომვის მეთოდების შემუშავებაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Cathcart, Brian, The Fly in the Cathedral, Penguin, 2005. ISBN 0-14-027906-7
- McBrierty, Vincent J., Walton, The Irish Scientist, Trinity College Dublin Press, 2003. ISBN 1-871408-22-9
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ Dictionary of Irish Biography — RIA.
- ↑ Уолтон Эрнест Томас Синтон // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ https://www.washingtonpost.com/archive/local/1995/06/29/physicist-ernest-walton-dies/1c03142e-7f58-4dbc-9915-0dcebf9448a2/
- ↑ https://www.nytimes.com/1995/06/28/obituaries/ernest-t-s-walton-91-irish-physicist-dies.html
- ↑ https://mapcarta.com/N5071743921
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ https://www.tcd.ie/Secretary/FellowsScholars/discourses/discourses/2012_V%20McBrierty%20on%20ETS%20Walton.pdf — გვ. 3.
- ↑ http://www.nobelprize.org/nobel_prizes/physics/laureates/1951/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/