ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ედვარდ ეპლტონი (ინგლ. Edward Victor Appleton; დ. 6 სექტემბერი, 1892, ინგლისი — გ. 21 აპრილი, 1965, ედინბურგი, შოტლანდია) — ინგლისელი ფიზიკოსი[22][23], იონოსფეროს ფიზიკის გამოჩენილი მეცნიერი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში, რომელიც გადაეცა შემდეგი ნაშრომისათვის: „ატმოსფეროს ზედა ფენების ფიზიკა“ (კერძოდ „ეპლტონის ფენების აღმოჩენა“).

ედვარდ ეპლტონი
ინგლ. Sir Edward Victor Appleton
დაბ. თარიღი 6 სექტემბერი, 1892(1892-09-06)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი ბრედფორდი[11]
გარდ. თარიღი 21 აპრილი, 1965(1965-04-21)[11] [1] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (72 წლის)
გარდ. ადგილი ედინბურგი, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო[11]
დასაფლავებულია Morningside Cemetery[12]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ფიზიკოსი, ასტრონომი, პროფესორი და მკვლევარი
მუშაობის ადგილი ლონდონის სამეფო კოლეჯი, ლონდონის უნივერსიტეტი და კემბრიჯის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ედინბურგის უნივერსიტეტი, სენტ-ჯონის კოლეჯი და კემბრიჯის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Mary Taylor Slow[13]
მეუღლე Helen Lennie Appleton
შვილ(ებ)ი Rosalind Appleton-Collins[14]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, აბანოს ორდენის რაინდი-კომანდორი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის დიდი ჯვრის რაინდი, სამეფო მედალი, ნობელის პრემია ფიზიკაში[15] [16] , IEEE-ის ღირსების მედალი[17] , ჰიუზის მედალი, ფარადეის მედალი, თავისუფლების ჯვარი, მორის ლიბმანის პრემია[18] , ალბერტის მედალი, ლავალის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[19] , ბეიკერის სახელობის ლექცია, ედინბურგის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი, Chree Medal and Prize[20] , გატრის ლექცია[21] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და Gunning Victoria Jubilee Prize

ბიოგრაფია

რედაქტირება

ედვარდ ეპლტინი დაიბადა 1892 წლის 6 სექტემბერს ინგლისში, იორკშირში, პრაუდორფში. იგი 16 წლის ასაკში შევიდა ლონდონის უნივერსიტეტში, ხოლო 18 წლის ასაკში სწავლობდა კემბრიჯში, წმინდა ჯონსუას კოლეჯში. კოლეჯი ეპლტონმა 1913 წელს დაამთავრა, ამის შემდგომ მან სწავლა განაგრძო ასპირანტად კრისტალოგრაფიაში ვილიამ ჰენრი ბრეგის ხელმძღვანელობით. ასევე იგი მუშაობდა მეკავშირედ სამეფო საინჟინრო ნაწილში (პირველი მსოფლიო ომის დროს). ომის დასრულების შემდეგ ეპლტონი ბრუნდება კემბრიჯში და მუშაობას იწყებს ქავენდიშის ლაბორატორიაში ელექტრონულ ვაკუუმურ სახელოსნოში ბალდაზავარ ვან-დერ-პოლთან.

მოღვაწეობა

რედაქტირება

1932 წელს გამოქვეყნებულ იქნა ეოლტონის მონოგრაფია სახელად „თერმოელექტრონული ვაკუუმური ხელსაწყოები“. 1924 წელს დაინიშნა ლონდონის უნივერსიტეტის სამეფო კოლეჯში პროფესორად. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი ამ პერიოდში მხოლოდ 32 წლის იყო. ამ პოსტზე ეპლტონი 12 წლის განმავლობაში მუშაობდა.

1925 წელს მან ახალი ზელანდიის ასპირანტ მილის ბარნეტთან ერთად განახორციელა გადამწყვეტი ექსპერიმენტები და გახდა პირველი ადამიანი, ვინც დაამტკიცა დედამიწის ატმოსფეროში იონიზებული კენელი-ჰევისაიდის ფენის არსებობა. ეს ფენა ამჟამად   — ფენის სახელწოდებითაა ცნობილი. ამავე თემაზე ოლივერ ჰევისაიდის და კენელის მიერ გამოთქმული იყო ჰიპოთეზა, ტრანსატლანტიკური რადიოკავშირის ასახსნელად, რომელიც განხორციელდა 1901 წელს. ეს მკვლევრები აკვირდებოდნენ ინტერფერენციულ მაქსიმუმებს და მინიმუმებს პირდაპირ ელექტრომაგნიტურ ტალღასა და იმ ტალღას შორის, რომელიც აირეკლებოდა ფენიდან, როცა გადაცემის სიხშირე (რომელიც დაშორებული იყო მიმღები პუნქტიდან 140 კილომეტრზე) იცვლებოდა ცნობილ ფარგლებში. ამ შედეგებმა აჩვენა, რომ ტალღის არეკვლა ხდებოდა იონიზებული ფენიდან (იგი 100 კილომეტრზე მდებარეობდა). ეს იმდროისათვის მართლაც ერთ-ერთი თვალსაჩინო აღმოჩენა იყო.

ეპლტონის ფენების აღმოჩენა ეკუთვნის   ფენის აღმოჩენას, რომლის სიმაღლე ორჯერ მეტია   ფენის სიმაღლეზე და   ფენის აღმოჩენას, რომელიც   ფენის ქვემოთ, დედამიწიდან 60-70 კილომეტრამდე მდებარეობს.

მის გამოკვლევებს ძალიან დიდი შედეგი ჰქონდა რადიოტალღების გავრცელების თავისებურებების დადგენაში, იონოსფეროს ფიზიკის გამოკვლევაში და რადიოლოკაციის განვითარებაში.   ფენის სიმაღლის განსაზღვრის დროს პირველად იქნა გამოყენებული რადიოტალღები.

1927 წელს იგი აირჩიეს კოლეჯის სამეფო სამეხნიერო საბჭოში. ამავე წელს მიიღო ნობელის პრემია. 1932 წლიდან ეპლტონი მუშაობდა აშშ-ის რადიო გამოგონებათა ინსტიტუტში ვიცე-პრეზიდენტად. 1949 წელს გახდა ედინბურგის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერი (აქ იგი სიკვდილამდე მუშაობდა). 1934-1952 იგი იყო საერთაშორისო სამეცნიერო რადიოკავშირის (URSI)-ის პრეზიდენტი. ედინბურგში მის მიერ არის ჩამოყალიბებული ჟურნალი „ატმოსფერული გამოკვლევები“ (ეპლტონის ჟურნალი), რომლის რედაქტორადაც თვითონ მუშაობდა.

ედვარდ ეპლტონი გარდაიცვალა 1965 წლის 21 აპრილს შოტლანდიაში, ქალაქ ედინბურგში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 241-243, თბ., 1980.
  • Биографический словарь деятелей естествознания и техники, т. 2, М., 1959.
  • Dictionary of Scientific Biography. Volume I, New York, 1972.


  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. Encyclopædia UniversalisEncyclopædia Britannica, 1968.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Czech National Authority Database
  6. 6.0 6.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. 8.0 8.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  9. 9.0 9.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  10. 10.0 10.1 Munzinger Personen
  11. 11.0 11.1 11.2 Эплтон Эдуард Виктор // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  12. Find a Grave — 1996.
  13. MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  14. Rosalind Appleton Collins: dancer // The Times / T. GallagherLondon: Times Media, 2009. — ed. size: 440581 — ISSN 0140-0460; 0956-1382; 1363-7746
  15. The Nobel Prize in Physics 1947Nobel Foundation.
  16. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  17. https://www.ieee.org/content/dam/ieee-org/ieee/web/org/about/awards/recipients/moh-rl.pdf
  18. https://corporate-awards.ieee.org/wp-content/uploads/liebmann_rl.pdf
  19. Liste complète des récipiendaires de 1864 à aujourd'huiLaval University.
  20. https://www.iop.org/about/awards/silver-subject-medals/edward-appleton-medal-and-prize-recipients
  21. https://www.scientificlib.com/en/Physics/Info/GuthrieMedalAndPrize.html
  22. "Sir Edward Appleton (1892–1965)"
  23. "Sir Edward Appleton". Physics Today. 18 (9): 113. 1965.doi:10.1063/1.3047706
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ედვარდ_ეპლტონი“-დან