ნობელის პრემია ქიმიაში

ნობელის პრემია ქიმიაში ყოველწლიურად ენიჭება ქიმიის სხვადასხვა დარგის მეცნიერებს შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ. არსებობს ხუთი სახის ნობელის პრემია, რომელიც ალფრედ ნობელის ანდერძით შეიქმნა 1895 წელს, ჯილდო გაიცემა ქიმიის, ფიზიკის, ლიტერატურის, მშვიდობის, ფიზიოლოგიისა და მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ამ ჯილდოს განაგებს ნობელის ფონდი. განიხილება შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ შეთავაზებული ქიმიის ნობელის კომიტეტის წინადადებები. კომიტეტი შედგება ხუთი წევრისაგან, რომლებიც არჩეულია აკადემიის მიერ. დაჯილდოება იმართება სტოკჰოლმში, ყოველწლიურ ცერემონიაზე ნობელის გარდაცვალების დღეს, 10 დეკემბერს.

ნობელის პრემია ქიმიაში პირველად მიენიჭა ნიდერლანდელ ჯაკობუს ჰენრიკუს ვან ჰოფს, 1901 წელს. 1901 წლიდან 2018 წლამდე ჯილდო გადაეცა სულ 180 პირს.

ისტორია რედაქტირება

ალფრედ ნობელმა თავის უკანასკნელ ანდერძში სურვილი გამოთქვა, რომ მისი ფული პრიზად გადაეცათ მათთვის ვინც ”დიდ სარგებელს ანიჭებს კაცობრიობას” ფიზიკის, ქიმიის, მშვიდობის, ფიზიოლოგიის ან მედიცინისა და ლიტერატურის დარგში გაწეული ღვაწლთ.[1] მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის განმავლობაში დაწერილი ჰქონდა რამდენიმე ანდერძი, ძალაში შევიდა უკანასკნელი მათგანი, რომელიც დაიწერა სიკვდილამდე ერთი წლით ადრე და ხელმოწერით დადასტურებულია შვედურ-ნორვეგიულ კლუბში 1895 წლის 27 ნოემბერს.[2]ნობელმა ისურვა თავისი მთლიანი აქტივების 94%-ით, ანუ 31 მილიონი შვედური კრონით ხუთი ნობელის პრემია დაეფინანსებინა. 2008 წლის მდგომარეობით, ეს თანხა შეადგენდა 186 მილიონ აშშ დოლარს.

ანდერძის გამო გამოწვეული სკეპტიციზმის გამო, იგი 1897 წლის 26 აპრილამდე ვერ დამტკიცდა ნორვეგიის პარლამენტის, სტორტინგის მიერ.[3] მისი ანდერძის შემსრულებლები კი იყვნენ რაგნარ სოლმანი და რუდოლფ ლილეჟისტი, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ნობელის ფონდი ალფრედ ნობელის ანდერძის შესრულების და პრიზების ორგანიზების მიზნით.

ანდერძის გახსნიდან მალევე დაინიშნენ ნორვეგიის ნობელის კომიტეტის წევრები, რომლებსაც ლაურეატებისთვის მშვიდობის პრემია უნდა გადაეცათ. ამას მოჰყვა დაჯილდოების ორგანიზაციების ფორმირება კაროლინსკის ინსტიტუტში 7 ივნისს, შვედეთის აკადემიაში 9 ივნისს და შვედეთის სამეფოს მეცნიერებათა აკადემიაში 11 ივნისს.[4] ნობელის ფონდმა ასევე მიაღწია შეთანხმებას ნობელის პრემიის მინიჭების წესებთან დაკავშირებით.

დაჯილდოების ცერემონია რედაქტირება

კომიტეტი და დაწესებულება, რომელიც კანდიდატებს წარადგენს პრემიაზე, ლაურეატთა ვინაობას აცხადებს ოქტომბერში. ამის შემდეგ პრიზი გადაეცემა 10 დეკემბერს, ალფრედ ნობელის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით, ყოველწლიურად. სტოკჰოლმში ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიალის მთავარი ხიბლი არის ის, რომ თითოეული ნობელის პრემიის ლაურეატი პრიზს იღებს მისი უდიდებულესობის, შვედეთის მეფის ხელიდან. თითოეული ნობელის პრემიის ლაურეატი იღებს სამ ნივთს: დიპლომს, მედალს და დოკუმენტს საპრიზო თანხით. მოგვიანებით ტარდება ნობელის ბანკეტი სტოკჰოლმის მერიაში.

შეიძლება შეირჩეს მაქსიმუმ სამი ლაურეატი და ორი სხვადასხვა ნამუშევარი. ჯილდო— ოქროს მედალი, დიპლომი და ფულადი გრანტი, შეიძლება გადაეცეს მაქსიმუმ სამ ადრესატს წელიწადში.

ნობელის ფონდის წესდების თანახმად, თითოეული ლაურეატი ვალდებულია წაიკითხოს საჯარო ლექცია თემაზე, რომელიც უკავშირდება მათი პრიზის თემას. ნობელის ლექციები, ჩვეულებრივ, ტარდება ნობელის კვირის განმავლობაში, მაგრამ ეს სავალდებულო არ არის. ლაურეატი მხოლოდ ვალდებულია ლექცია ჩაატაროს პრიზის მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში, თუმცა ზოგიერთი ლექცია უფრო გვიანაც ჩატარებულა. მაგალითად, აშშ-ს პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა მიიღო მშვიდობის პრემია 1906 წელს, მაგრამ ლექცია გამართა 1910 წელს, მისი უფლებამოსილების დასრულების შემდეგ. ლექციები იმართება იმავე ასოციაციის მიერ, რომელიც არჩევს ლაურეატებს.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. History – Historic Figures: Alfred Nobel (1833–1896). BBC. ციტირების თარიღი: 2010-01-15.
  2. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 July 2011. ციტირების თარიღი: 2010-07-12.
  3. Agneta Wallin Levinovitz: 2001, Page 13
  4. "Nobel Prize" (2007), in Encyclopædia Britannica, accessed 15 January 2009, from Encyclopædia Britannica Online:
    After Nobel's death, the Nobel Foundation was set up to carry out the provisions of his will and to administer his funds. In his will, he had stipulated that four different institutions—three Swedish and one Norwegian—should award the prizes. From Stockholm, the Royal Swedish Academy of Sciences confers the prizes for physics, chemistry, and economics, the Karolinska Institute confers the prize for physiology or medicine, and the Swedish Academy confers the prize for literature. The Norwegian Nobel Committee based in Oslo confers the prize for peace. The Nobel Foundation is the legal owner and functional administrator of the funds and serves as the joint administrative body of the prize-awarding institutions, but it is not concerned with the prize deliberations or decisions, which rest exclusively with the four institutions.