პეტრე კაპიცა

რუსი ფიზიკოსი

პეტრე ლეონიდეს ძე კაპიცა (რუს. Капица, Пётр Леонидович; დ. 8 ივლისი [ ძვ. სტ. 26 ივნისი] 1894, კრონშტადტი — გ. 8 აპრილი 1984, მოსკოვი) — რუსი ფიზიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1939). ნობელის პრემიის ლაურეატი. 1957 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი. 1924-1932 წლებში კევენდიშის ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე 1930-1934 წლებში მონდის სახელობის ლაბორატორიის დირექტორი კემბრიჯში 1935-1946 წლებში და 1955 წლიდან — დირექტორი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკურ პრობლემათა ინსტიტუტისა, რომელიც თვითონ ჩამოაყალიბა.

პეტრე კაპიცა
რუს. Пётр Леони́дович Капи́ца
Pyotr Kapitsa 1930s.jpg
დაბ. თარიღი 26 ივნისი (8 ივლისი), 1894[1] [2]
დაბ. ადგილი კრონშტადტი[3] [4]
გარდ. თარიღი 8 აპრილი, 1984(1984-04-08)[2] [5] [6] [7] [8] [9] [10] [1] [11] [12] [13] [14] [15] (89 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[16]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია[17]
Flag of the Russian Soviet Federative Socialist Republic (1918–1925).svg საბჭოთა რუსეთი
Flag of the Soviet Union.svg სსრკ[1] [18]
საქმიანობა ფიზიკა
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტი, მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შუბნიკოვის სახელობის კრისტალოგრაფიის ინსტიტუტი და იოფეს ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტი
ალმა-მატერი ტრინიტის კოლეჯი, Saint Petersburg Polytechnic Institute და კემბრიჯის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ალექსანდრე შალნიკოვი და ნიკოლოზ ალექსეევსკი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე Anna Krylova
მამა ლეონიდ კაპიცა
დედა Q113174797?
შვილ(ებ)ი ანდრეი კაპიცა და სერგეი კაპიცა
ჯილდოები სტალინური 1-ლი ხარისხის პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ნილს ბორის საერთაშორისო ოქროს მედალი, ნობელის პრემია ფიზიკაში[19] [20], შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „მოსკოვის დაცვისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი[21] , ჰელმჰოლცის მედალი, ფარადეის მედალი, მედალი „შრომის ვეტერანი“, ფრანკლინის მედალი, კამერლინგ-ონესის მედალი, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, მოსკოვის 800 წლისთავის მედალი, პარტიზანული ვარსკვლავის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ნამგალი და ურო, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ნამგალი და ურო, სტალინური 1-ლი ხარისხის პრემია, კოთენიუსის მედალი, რეზერფორდის მედალი და პრემია და საიმონის მემორიალური პრემია

დაიბადა სამხედრო ინჟინრის ოჯახში. მამამისი — ლეონიდე კაპიცა გენერალი იყო, ხოლო დედამისი — ოლგა სტებნიცკაია პედაგოგი. ოლგა სტებნიცკაია (კაპიცა) იყო რუსი გეოდეზისტის იერონიმ სტებნიცკის შვილი, რომელიც XIX საუკუნის კავკასიის მთავარ კარტოგრაფად და გეოდეზისტად გვევლინებოდა.

პეტრე კაპიცა პეტროგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების (1918) შემდეგ მუშაობდა იქვე. 1921 წელს სამეცნიერო მივლინებით წარგზავნილი იყო დიდ ბრიტანეთში, სადაც გამოკვლევებს ატარებდა ერნესტ რეზერფორდის ხელმძღვანელობით.

1928 წელს პეტრე კაპიცამ აღმოაჩინა ძლიერ მაგნიტურ ველში მრავალი ლითონის ელექტრული წინაღობის წრფივი დამოკიდებულება ველის დაძაბულობაზე (კაპიცას კანონი). 1939 წელს დაამუშავა ჰაერის გათხევადების ახალი მეთოდი (სსრკ სახელმწიფო პრემია, 1941), რომელსაც იყენებენ დიდი რაოდენობით თხევადი ჟანგბადის მისაღებად. 1938 წელს აღმოაჩინა თხევადი ჰელიუმის ზედენადობის მოვლენა (სსრკ სახელმწიფო პრემია, 1943, ნობელის პრემია, 1978).

სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი (1959). 1955 წლიდან „ჟურნალ ეკსპერიმენტალნოი ი ტეორეტიჩესკოი ფიზიკის“ მთავარი რედაქტორი. პაგუოშის მოძრაობის საბჭოთა ეროვნული კომიტეტის, ლონდონის სამეფო საზოგადოების (1929), აშშ-ის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის (1946), დანიის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის (1946), შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის (1966), პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის (1963) და მრავალი სხვა აკადემიის და სამეცნიერო საზოგადოების წევრი.

ორგზის სოციალისტური შრომის გმირი (1945, 1974). დაჯილდოებულია 5 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

თხზულებებირედაქტირება

  • Электроника больших мощностей, М.,1962: Жизнь для науки, М., 1965;
  • Теория, эксперимент, практика, М., 1966;
  • Физические задачи, М., 1972;
  • Collected papers, v. 1—3, Oxf., 1964—67.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 387.
  • Академик Петр Леонидович Капица (к 60-летию со дня рождения), «Журнал экспериментальной и теоретической физики », 1954, т. 27, в. 3
  • Алексеевский Н. Е., Петр Леонидович Капица (к 70-летию со дня рождения), «Успехи физических наук», 1964, т. 83, в. 4 (приведена библ. работ К.)

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Kojevnikov A. Pyotr Leonidovich Kapitsa - SOVIET PHYSICIST — 2018.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France Petr Leonidovič Kapica (1894-1984) — 2011.
  3. This Month in Physics History - January 1938: Discovery of SuperfluidityAmerican Physical Society, 2006.
  4. Papers of Piotr Leonidovich Kapitza
  5. Cambridge University - EDUCATIONAL INSTITUTION — 2002.
  6. Born in 1894 — 2002.
  7. Pyotr Leonidovich Kapitza — 2009.
  8. SNAC — 2010.
  9. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  10. KNAW Past Members
  11. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  12. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  13. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  14. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  15. Munzinger Personen
  16. Yudina A. Prominent Russians: Pyotr KapitsaRT.
  17. Pyotr Kapitsa – Facts // nobelprize.orgNobel Foundation.
  18. Browne M. BALL LIGHTNING NOW SEEMS MORE FACT THAN FICTION // The New York Times / J. KahnManhattan, NYC: The New York Times Company, A. G. Sulzberger, 1981. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
  19. The Nobel Prize in Physics 1978 // nobelprize.orgNobel Foundation.
  20. The Nobel Prize amounts // nobelprize.orgNobel Foundation.
  21. Большая золотая медаль РАН имени М.В.Ломоносоваრუსეთის მეცნიერებათა აკადემია.