კავენდიშის ლაბორატორია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კავენდიშის ლაბორატორიაკემბრიჯის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. ლაბორატორია შეიქმნა 1874 წელს და გახდა პირველი სამცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, სადაც სტუდენტებს შეეძლოთ, როგორც სწავლა, ასევე სამეცნიერო კვლევების განხორციელება უნივერსიტეტის თანამშრომლებთან ერთად. თავდაპირველად მდებარეობდა კემბრიჯის შუაგულში. 1970-იან წლებში ქალაქის დასავლეთ ნაწილში ააშენეს ახალი შენობა ლაბორატორიისათვის.

ლაბორატორიის ხედი, ჭაობის მხრიდან

მეცნიერების განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დიდმა სამეცნიერო ცენტრებმა, სადაც მრავალი ახალი მეცნიერული მიმართულება შეიქმნა და ჩამოყალიბდა. მსოფლიო მეცნიერების განვითარების ისტორიაც მდიდარია ასეთი სახელგანთქმული დაწესებულებებით. ყველასთვის ცნობილია პასტერის ინსტიტუტი პარიზში, კემბრიჯისა და ოქსვორდის უნივერსიტეტები ინგლისში, ბერკლისა და ლოს-ანჟელესის უნივერსიტეტში ამერიკის შეერტებულ შტატებში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი გერმანიაში, ნილს ბორიინსტიტუტი კოპენჰაგენში.

ერთ-ერთი სახელგანთქმული სამეცნიერო დაწესებულება, რომელმაც, შეიძლება ითქვას, ფიზიკის განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა, კავენდიშის ლაბორატორიაა. იგი კემბრიჯის უნივერსიტეტთან არსებობს მეტად საინტერესოა ამ ლაბორატორიის ისტორია და მისი საქმიანობა, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული ფიზიკის განვითარებასთან XIX და XX საუკუნეებში და ნობელის პრემიების ისტორიასთანაც.

კავენდიშის ლაბორატორია 1871 წელს შეიქმნა კემბრიჯის უნივერსიტეტის ლორდ-კანცლერის ჰერცოგ დევორდიშის პირადი სახსრებით და დასაწყისში მას „დევონშირია ლაბორატორია“ ეწოდებოდ, შემდეგ სახელი შეეცვალა და XVIII საუკუნის შესანიშნავი ინგლისელი მეცნიერების, ფიზიკოსისა და ქიმიკოსის ჰენრი კავენდიშის სახელი მიეკუთვნა.

ჰენრი კავენდიში დაიბადა 1731 წლის 10 ოქტომბერს, ნიცაში. 1753 წელს დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი და ადრე შეუდგა სამეცნიერო მუშაობას, მისი მეცნიერული ინტერესები საკმარისად ფართო იყო. მისი შრომების განეკუთვნება როგორც ფიზიკის ასევე ქიმიის სხვადასხვა დარგს და ძირითადად ექსპერიმენტული ხასიათისაა. კავენდიშმა შეიმუშავა გაზების დაგროვების, გაწმენდისა და კვლევის მეთოდი, რომლის საშუალებითაც 1766 წელს შეძლო პირველად სუფთა სახით მიეღო წყალბადი და ნახშირბადი, დაადგინა მათი კუთრი წონა და სხვა თვისებები. 1781 წელს მან განსაზღვრა ჰაერის შემადგენლობა და წყალბადის წვით 1785 წელს დაადგინა წყლის ქიმიური შემადგენლობა.

ელექტრონული ნაპერწკლის საშუალებით 1785 წელს კავენდიშმა მიიღო აზოტის ჟანგეულები და შეისწავლა მათი თვისებები. შემოიტანა ფიზიკაში ელექტრული პოტენციალის ცნება და გამოიკვლია ელექტრული კონდენსატორის ტევადობის დამოკიდებულება ელექტროდებს შორის მოთავსებული ნივთების გვარობაზე. შემდგომში შეისწავლა ელექტრული მუხტების ურთიერთქმედება, რითაც ფაქტობრივად კულონზე ადრე იწინასწარმეტყველა კულონის კანონი. კავენდიშმა აგრეთვე პირველმა ჩამოაყალიბა სითბოტევადობის ცნება, ხოლო 1788 წელს დაამზადა გრეხვითი სასწორი, რომლის დახმარებით განსაზღვრა დედამიწის საშუალო სიმკვრივე. მან უსუალოდ გაზომა ორი მცირე ბურთულას ურთიერთმიზიდულობა და ამით დაამტკიცა ნიუტონის მოსაზრება ნებისმიერი სიდიდის მასების ურთიერთმიზიდულობის შესახებ. კავენდიშის მეთოდი შემდგომში გაუმჯობესდა და XIXსაუკუნეში მისი საშუალებით განისაზღვრა გრავიტაციული მუდმივას რიცხობრივი სიდიდე. კავენდიშის შრომების უმეტესი ნაწილი მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა, 1921 წელს. ჰენრი კავენდიში 1760 წლიდან იყო ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი. იგი ძალიან დიდ ქონებას ფლობდა და გარდაცვალებამდე საკუთარ ლაბორატორიაში მუშაობდა. იგი 1810 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა ლონდონში. კავენდიშის სახელი მიაკუთვნა ჰერცოგმა დევონმარმა კემბრიჯის ლაბორატორიას. ამ ლაბორატორიას სიკვდილამდე, 1897 წლამდე ჯ.მაქსველი ხელმძღვანელობდა. მაქსველი შეცვალა ჯონ რელეიმ , 1884 წელს იგი შეცვალა გამოჩენილმა ფიზიკოსმა ჯოზეფ ჯონ თომსონმა. ამ დროს დაიწყო კავენდიშის ლაბორატორიის წმინდა საკვლევ დაწესებულებად გადაქცევის პროცესი. ეს განსსაკუთრებით შესამჩნევი გახდა, როდესაც ლაბორატორიას სათავეში ჩაუდგა ერნესტ რეზელდორფი, სწორედ მისი ხელმძღვანელობით გადაიქცა კავენდიშის ლაბორატორია მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო-კვლევით ცენტრად.

კავენდიშის ლაბორატორიის კედლებში განხორციელდა თანამედროვე ფიზიკის უდიდესი აღმოჩენები. აქ ჩაატარეს პირველი ბირთვული რეაქცია, შექმნეს ატომბირთვის თანამედროვე მოდელი, აღმოაჩინეს ექვსი ახალი ელემენტარული ნაწილაკი, კერძოდ, ელექტროპოზიტრონი, პროტონი, ნეიტრონი, მიუ-მეზონი და პი-მეზონი. დამზერილ იქნა ბირთვების გაყოფა ნეიტრონების ზემოქმედებით, რაც საფუძვლად დაედო ატომური ენერგიის პრაქტიკულ გამოყენებას. აქვე ჩატარდა პირველი ბირთვული რეაქცია ხელოვნურად აჩქარებული ნაწილაკებით.

კავენდიშის ლაბორატორიაში შეიქმნა ისეთი თანამედროვე ხელსაწყოები, როგორიცაა ვილსონის კამერა, ჰაიგერის მთვლელი, მასპექტროგრაფი, ხაზოვანი ამაჩქარებელი, აქვე დამუშავდა ბირთვული ფოტოემულსიების მეთოდი. ლაბორატორიაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა ცნობილი საბჭოთა ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, აკადემიკოსი პეტრე კაპიცა, ლაბორატორიის დირექტორის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა.

კავენდიშის ლაბორატორიაში მნიშვნელოვანი აღმოჩენები ხდებოდა ახალგაზრდების უშუალო მონაწილეობით. აქ ჩატარდა ცნობილი ცდა ნივთიერებაში ალფა-ნაწილაკების გაბნევაზე, რის შედეგადაც დადგინდა ატომბირთვის არსებობა ატომის შიგნით.

ხელმძღვანელები

რედაქტირება

ლაბორატორიის ხელმძღვანელები იყვნენ:

  1. 1871-1879 - ჯეიმზ კლარკ მაქსველი
  2. 1879-1884 - ჯონ უილიამ რელეი
  3. 1884-1919 - ჯოზეფ ჯონ ტომსონი
  4. 1919-1937 - ერნესტ რეზერფორდი
  5. 1938-1953 - უილიამ ლოურენს ბრეგი
  6. 1954-1971 - ნევილ მოტი
  7. 1971-1984 - ბრაიენ პიპარდი
  8. 1984-1995 - სემუელ ფრედერიკ ედვარდსი
  9. 1995-დან - რიჩარდ ფრენდი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გედევანიშვილი ლ., ნობელის პრემია და მისი ლაურეატები, თბ., 1984, გვ., 89-93

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება