ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰენრი კავენდიში (ინგლ. Henry Cavendish; დ. 10 ოქტომბერი, 1731, ნიცა — გ. 24 თებერვალი, 1810, ლონდონი) — ინგლისელი ლორდი, ქიმიკოსი და ფიზიკოსი.

ჰენრი კავენდიში
ინგლ. Henry Cavendish
დაბ. თარიღი 10 ოქტომბერი, 1731(1731-10-10)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი ნიცა[10]
გარდ. თარიღი 24 თებერვალი, 1810(1810-02-24)[1] [2] [3] [6] [7] [8] [9] [11] (78 წლის)
გარდ. ადგილი ლონდონი[10]
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
 დიდი ბრიტანეთის სამეფო
საქმიანობა ქიმიკოსი, ფიზიკოსი და მათემატიკოსი
მუშაობის ადგილი გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი პიტერჰაუზი, კემბრიჯის უნივერსიტეტი და Newcome's School
მეუღლე
მამა Lord Charles Cavendish[12]
დედა Ann Grey[5] [12]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი და კოპლის მედალი[13]

ბიოგრაფია

რედაქტირება

1731 წლის 10 ოქტომბერს ქალაქ ნიცაში, ლორდის ოჯახში, დაიბადა ვაჟი - ჰენრი, რომელსაც შემდეგში წილად ხვდა ფიზიკისა და ქიმიის ისტორიაში შესანიშნავი ფურცლები ჩაეკერებინა. ჰენრის მამა მეტეოროლიგიით იყო გატაცებული და კარგ ექსპერიმენტატორად ითვლებოდა. მამის გავლენით პატარა ჰენრის ადრეულ წლებში შეუყვარდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი. ეს ინტერესი დროთა განმავლობაში მეცნიერული კვლევის მიმართ ლტოლვაში გადაიზარდა და კავენდიშის მთელი არსება მოიცვა. ქავენდიშს მემკვიდრეობით აურაცხელი ქონება დარჩა, ამასთან, ლორდის წოდების გამო მას საზოგადოებაში ერთობ მაღალი ადგილი ეკავა, მაგრამ მიუხედავად მისა, იგი ყოველთვის თავმდაბალი და მორიდებული იყო. მთელი თავისი ქონების უდიდეს ნაწილს სამეცნიერო მუშაობაზე და ახალგაზრდა მეცნიერთა დასახმარებლად ხარჯავდა. იგი თავის მამულში მუშაობდა და იმდენად იყო გატაცებული მეცნიერული კვლევებით, რომ, დროის მოგების მიზნით შინაურებს ერთხელ და სამუდამოდ შემოკლებული ნიშნებით ელაპარაკებოდა. იმის გამო, რომ ქალთა მოძულე იყო, ოჯახს არ მოჰკიდებია.

ჰენრი კავენდიშის მეცნიერული მოღვაწეობა

რედაქტირება

მეცნიერული მოღვაწეობა კავენდიშმა ქიმიაში დაიწყო. მისი პირველი გამოკვლევა აირებს შეეხო. 1766 წელს მან შეისწავლა მარილმჟავასა და სუსტ გოგირდმჟავას მოქმედება თუთიასა და რკინაზე. შენიშნა, რომ ამ დროს რაღაც აირი გამოიყო. უფრო გვიან, ამ აირს წყალბადი ეწოდა, კავენდიში კი ამას „საწვავ ჰაერს" უწოდებდა. მიუხედავად იმისა, რომ წყალბადის თვისებები და სახელწოდებაც კი მეცნიერთათვის ჯერ უცნობი იყო, მან პირველმა განსაზღვრა მისი კუთრი სითბოტევადობა; ამ გამოკვლევამ დიდი სამსახური გაუწია აერნაოსნობას; 1783 წელს ჟ. შარლმა კავენდიშის მეთოდით მიიღო წყალბადი; რომლითაც გაავსო აეროსტატი და პირველი აფრენა მოაწყო. 1766 წელსვე მიიღო კავენდიშმა სუფთა ნახშირორჟანგა აირი და განსაზღვრა მისი კუთრი წონა. 1779-1783 წლებში კავენდიში სწავლობდა სხვადასხვა აირის შერევის საკითხებს, მათ ნარევში ელექტრონულ ნაპერწკალს ატარებდა და, ამგვარად, 1781-1782 წლებში აღმოაჩინა წყლის რთული ქიმიური შედგენილობა. მანამდე წყალი მარტივ ნივთიერებად იყო აღიარებული. სამი წლის შემდეგ, 1785 წელს, ლავუაზიემ და მენემ წყლის რაოდენობრივი ქიმიური ანალიზი დააზუსტეს. მეორე მხრივ, კავენდიშმა დააზუსტა ლავუაზიეს მიერ ადრე მიღებული შედეგები და განსაზღვრა ატმოსფეროს ჰაერში ჟანგბადის პროცენტული შედგენილობა.

ქავენდიშმა 1771-1773 წლებში პირველმა აღმოაჩინა ელექტროსტატისტიკის ძირითადი კანონი-უძრავი მუხტების ურთიერთქმედების შესახებ. სამწუხაროდ, კავენდიში თავის შრომებს ელექტროობის შესახებ არ ბეჭდავდა. 100 წელზე მეტ ხანს ელაგა ეს შრომები კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და მეცნიერებისათვის უცნობი დარჩა. მხოლოდ 1878 წელს შეისწავლა ისინი მაქსველმა და გამოაქვეყნა. მაგრამ ანალოგიური რაოდენობრივი გამოთვლები კავენდიშისგან დამოუკიდებლად უკვე შესრულებული ჰქონდა ფრანგ ფიზიკოსსა და ინჟინერს შარლ კულონს, ამ კანონს კულონის კანონი ეწოდა.

კავენდიში არჩეული იყო ინგლისის სამეფო საზოგადოებისა და პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. იგი გარდაიცვალა 1810 წლის 10 თებერვალს ლონდოში.

კემბრიჯის უნივერსიტეტში ექსპერიმენტული ბირთვული ფიზიკის კვლევითი ლაბორატორიების კომპლექსს დღემდე კავენდიშის სახელი შემორჩა. ამ ლაბორატორიებში იწვრთნებოდნენ მსოფლიოში გამოჩენილი ფიზიკოსები: რეზერფორდი, ბორი და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 125-129.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118668889 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. Find a Grave — 1996.
  5. 5.0 5.1 Lundy D. R. The Peerage
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. 8.0 8.1 GeneaStar
  9. 9.0 9.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  10. 10.0 10.1 Кавендиш Генри // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  11. Base biographiqueBIU Santé.
  12. 12.0 12.1 Kindred Britain
  13. Award winners : Copley MedalRoyal Society.