ჯონ უილიამ სტრეტი
ჯონ უილიამ სტრეტი რელეის მესამე გრაფი (ინგლ. John Strutt, 3rd Baron Rayleigh; დ. 12 ნოემბერი, 1842, ლონდონი — გ. 30 ივნისი, 1919, ლონდონი) — ინგლისელი ფიზიკოსი და მექანიკოსი. უილიამ რამზაისთან ერთად აღმოაჩინა კეთილშობილი აირი არგონი, რისთვისაც 1904 წელს მიიღო ნობელის პრემია ფიზიკაში. 1873 წლიდან იყო ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი და მისი პრეზიდენტი 1905-1908 წლებში.
ბიოგრაფია
რედაქტირებაინგლისელი ფიზიკოსი, სამეფო საზოგადოების წევრი ჯონ უილიამ სტრეტი დაიბადა 1842 წლის 12 ოქტომბერს ლონდონში. ჯონ უილიამის გვარი თავდაპირველად სტრეტი იყო და ამ გვარით იხსენიებოდა 32 წლამდე. 1873 წელს კი მან ლორდ სტრეტის ტიტული მისცეს და ამ დროიდან როგორც სტრეტი ფიზიკის ისტორიაში აღარ იხსენიება. დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი. 1879 წელს შეცვალა ჯ. მაქსველი და დაინიშნა ამავე უნივერსიტეტის ქავენდიშის ლაბორატორიის დირექტორად. 1887 წელს სტრეტი აირჩიეს ინგლისის სამეფო ინსტიტუტის პროფესორად.
ჯონ სტრეტის შრომები
რედაქტირებაჯონ სტრეტის შრომები ფიზიკის თითქმის ყველა დარგს მისწვდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მან აკუსტიკაში, ოპტიკაში, და ელექტრობაში შექმნა. აკუსტიკაში მან გამოიკვლია დრეკად სხეულთა რხევები (სიმების, ღეროების, ფირფიტებისა და სხვ.) ჩამოყალიბებული ზოგადი თეორემის საშუალებით მან მნიშვნელოვანი დასკვნა გააკეთა მერხევი სისტემების საკუთარ სიხშირეთა შესახებ; ამის საფუძველზე სტრეტიმ დაამუშავა მერხევი სისტემის საკუთარ სიხშირეთა ცვლილებების გაანგარიშების მეთოდი იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე ცნობილია ამოსავალი სისტემის საკუთარი სიხშირეები და როდესაც საკვლევი სისტემა მისგან მცირედ არის გადახრილი. იმ შემთხვევაში, როდესაც მექანიკური სისტემები არამილევად რხევებს ასრულებს სტრეტიმ პირველმა მიაქცია ყურადღება ამ რხევების განსაკუთრებულ ხასიათს, ასეთი რხევების წარმომშობი სისტემების თავისებურებას. სტრეტის შრომების ნაწილი ეხება მექანიკური ტალღების გამოსხივების წნევას, ხოლო დრეკადი ტალღების თეორიაში - ტალღათა დიფრაქციის, გაბნევისა დაშთანთქმის საკითხებს, სასრული ამპლიტუდის ტალღებს, ზედაპირული ტალღების ტიპს, ე. წ. სტრეტის ტალღებს და სხვ.
1911 წელს სტრეტიმ შექმნა კანონი, რომელსაც აბსოლუტურად შავი სხეულის ელექტრომაგნიტური გამოსხივების სპექტრში ენერგიის განაწილება გამოხატა ტემპერატურაზე დამოკიდებულებით ე. წ. გამოსხივების სტრეტი - ჯინსის კანონი. სტრეტის უმთავრესი შრომები რხევათა თეორიასა და აკუსტიკაში მოცემულია მის ორტომეულში ბგერის თეორია 1877-1878 წწ. რაც რხევათა ზოგად თეორიას წარმოადგენს.
სტრეტის სხვა სახის შრომებიდან შემდეგს ავღნიშნავთ; 1894 წელს მან დაადგინა, რომ ერთისა და იმავე მოცულობის ქიმიურად სუფთა აზოტისა და ატმოსფეროდან მიღებული აზოტის წონები ზუსტად არ თანხვდება ერთმანეთს. 1900 წელს პარიზში გამართულ ფიზიკოსთა პირველ კონგრესზე სტრეტი აირჩიეს იმ კომისიის შემადგენლობაში , რომელსაც დაევალა ერთეულთა სისტემების შერჩევა. სტრეტის კალამს ეკუთვნის ბევრი შრომა ფიზიკის ისტორიაში. ინგლისის სამეფო საზოგადოების არქივებში მან მრავალი ღირშესანიშნავი შრომა აღმოაჩინა ფიზიკაში. ყველა შრომას აქვეყნებდა ღრმა ანალიზით.
ჯონ სტრეტი გარდაიცვალა 1919 წელის 30 ივნისს, 77 წლის ასაკში, ლონდონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ.,.254-258
- Боголюбов А. Н. Математики. Механики. Биографический справочник. — Киев: Наукова думка, 1983. — 639 с.
- Моисеев Н. Д. Очерки истории развития механики. — М.: Изд-во Моск. ун-та, 1961. — 478 с.
- Храмов Ю. А. Рэлей (Стретт) Джон Уильям (Rayleigh (Strutt) John William) // Физики: Биографический справочник / Под ред. А. И. Ахиезера. — Изд. 2-е, испр. и дополн. — М.: Наука, 1983. — С. 239. — 400 с. — 200 000 экз. (в пер.)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- About John William Strutt
- Lord Rayleigh – the Last of the Great Victorian Polymaths, GEC Review, Volume 7, No. 3, 1992
- ჯონ უილიამ სტრეტი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- CTPETT Рэлей. Биография. დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. Российская Информационная Сеть
- Биография(ინგლისური)
- Plateau-Rayleigh Instability — a 3D lattice kinetic Monte Carlo simulation
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Find a Grave — 1996.
- ↑ 4.0 4.1 KNAW Past Members
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 6.7 Lundy D. R. The Peerage
- ↑ 8.0 8.1 8.2 www.accademiadellescienze.it
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 10.0 10.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
- ↑ 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 Oxford Dictionary of National Biography / C. Matthew — Oxford: OUP, 2004.
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 Who's who — (untranslated), 1849. — ISSN 0083-937X
- ↑ 13.0 13.1 Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ 14.0 14.1 http://venn.lib.cam.ac.uk/cgi-bin/search-2016.pl?sur=&suro=w&fir=&firo=c&cit=&cito=c&c=all&z=all&tex=STRT861JW&sye=&eye=&col=all&maxcount=50
- ↑ 15.0 15.1 15.2 Kindred Britain
- ↑ The Nobel Prize in Physics 1904 — Nobel Foundation.
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ Award winners : Copley Medal — Royal Society.
- ↑ https://www.fi.edu/en/laureates/john-rayleigh
- ↑ 20.0 20.1 https://royalsociety.org/grants-schemes-awards/awards/rumford-medal/
- ↑ http://www.newworldencyclopedia.org/entry/John_Strutt,_3rd_Baron_Rayleigh
- ↑ https://www.thersa.org/about/albert-medal/past-winners
- ↑ Premio Bressa — Accademia delle Scienze di Torino.
- ↑ https://web.archive.org/web/20121201202813/http://www.dtic.mil/cgi-bin/GetTRDoc?AD=AD0655773