მონრეალი
მონრეალი (ფრანგ. Montréal) — ყველაზე ხალხმრავალი მუნიციპალიტეტი კანადის კვებეკის პროვინციაში და მეორე ყველაზე ხალხმრავალი მთელ კანადაში. მიჩნეულია, რომ ერთ დროს ვილ-მარის სახელით (ფრანგ. Ville-Marie — მარის ქალაქი)[1] ცნობილი ქალაქის ამჟამინდელი სახელი მონ-რუაიალის მთიდან მომდინარეობს, თუმცა, ამასთან დაკავშირებით ერთიანი აზრი არ არსებობს. ქალაქს აქვს ოთხ-სეზონიანი კონტინენტური კლიმატი, თბილი-ცხელი ზაფხულითა და ცივი, თოვლიანი ზამთრით.[2]
| |||||
ქალაქის დევიზი: Concordia Salus (ლათ.: კეთილდღეობა ჰარმონიის მეშვეობით) | |||||
ქვეყანა | კანადა | ||||
პროვინცია | კვებეკი | ||||
მერი | ვალერი პლანტი | ||||
ფართობი - % წყალი |
366.02 კმ² 1 უცნობი | ||||
მოსახლეობა - ქალაქი (2001 წლის აღწერა) - ურბანული (2001) - მეტროპოლია (2005) |
რანგით მე-2 1,583,5901 3,215,665 (წყარო დაარქივებული 2007-02-27 საიტზე Wayback Machine. ) 3,635,700 (წყარო დაარქივებული 2005-07-24 საიტზე Wayback Machine. ) | ||||
სიმჭიდროვე | 4,326.5/კმ² (2001) | ||||
დაარსდა | 1642 | ||||
დროის სარტყელი | აღმ. (UTC-5) | ||||
საფოსტო კოდი | H | ||||
საიტი | Ville de Montréal | ||||
2016 წელს, მონრეალის მოსახლეობა 1 704 694 ადამიანს შეადგენდა. მის მეტროპოლიური ზონაში 4 098 927 ადამიანი ცხოვრობს, ურბანულ აგლომერაციაში კი 1 958 257. მონრეალი ძირითადად ფრანგულენოვანი ქალაქია;[3] მოსახლეობის 60,5% სახლში ფრანგულად საუბრობს, 21,2% ინგლისურად, 19,8% კი არც ერთ მათგანზე.[4] მონრეალი კანადის ყველაზე ბილინგუალური ქალაქია, რადგან მისი მოსახლეობის 56% ორივე სახელმწიფო ენას ფლობს.[5] გარდა ამისა, მონრეალი მეორე ყველაზე დიდი ფრანგულენოვანი ქალაქია მთელ მსოფლიოში, პარიზის შემდეგ.[6][7][8][9]
1970-იან წლებში, კანადის ისტორიულ კომერციულ დედაქალაქს როგორც მოსახლეობით, ისე ეკონომიკური სიძლიერით, ტორონტომ გადაასწრო.[10] მიუხედავად ამისა, მონრეალი დღემდე რჩება კანადის მნიშვნელოვან ცენტრად კომერციაში, აერონავტიკაში, ფარმაცევტიკაში, ტექნოლოგიებში, დიზაინში, განათლებაში, კულტურაში, ტურიზმში, გეიმინგში, კინოში და ა. შ. მონრეალში მდებარეობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სათაო ოფისი, ასევე გაეროს მესამე სათაო ოფისი ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის შემდეგ. გარდა ამისა, მონრეალი მეორე ქალაქია ჩრდილოეთ ამერიკაში საკონსულოების სიმრავლის თვალსაზრისით.[11] მონრეალი ატარებს იუნესკოს დიზაინის ქალაქის ტიტულსაც.[12][13] 2009 წელს, საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციამ (ICCA) მონრეალი დაასახელა ჩრდილოეთ ამერიკის წამყვან მასპინძელ ქალაქად საერთაშორისო ასოციაციათა ღონისძიებებისათვის.[14] 2015 წელს, ორგანიზაცია Economist Intelligence Unit-ის მიერ შედგენილ საცხოვრებლად ყველაზე კარგ ქალაქთა სიაში მონრეალი მე-14 ადგილს იკავებდა 140 ქალაქს შორის.[15]
თავის ისტორიის განმავლობაში, მონრეალმა მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა თუ ღონისძიებას უმასპინძლა, მათ შორის ექსპო-67-სა და 1976 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს.[16][17] იგი კანადის ერთადერთი ქალაქია, რომელმაც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა. ამჟამად, ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს ავტორბოლა კანადის გრან-პრის, ფორმულა ერთს, მონრეალის ჯაზის საერთაშორისო ფესტივალს და კომედიურ ფესტივალ Just for Laughs-ს.[18][19][20] 2012 წელს, მონრეალს ბეტა+ გლობალური ქალაქის სტატუსი მიენიჭა.[21]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official portal of Montreal დაარქივებული 2009-04-07 საიტზე Wayback Machine.
- Official Tourism Montreal Website დაარქივებული 2009-04-13 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Old Montréal / Centuries of History (April 2000). დაარქივებულია ორიგინალიდან — September 28, 2009. ციტირების თარიღი: March 26, 2009.
- ↑ Climate normals for Montréal 1981-2010. Environment Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 23, 2016. ციტირების თარიღი: January 2, 2016.
- ↑ C-11.4 - Charter of Ville de Montréal. Gouvernement du Québec. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 22, 2017. ციტირების თარიღი: February 21, 2017.
- ↑ Population by language spoken most often at home and age groups, 2006 counts, for Canada, provinces and territories, and census subdivisions (municipalities) with 5,000-plus population – 20% sample data. Statistics Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 14, 2012. ციტირების თარიღი: January 25, 2012.
- ↑ Fouron, Farah. (2006)Annuaire Statistique de l'Agglomération de Montréal. Ville de Montréal. ციტირების თარიღი: October 1, 2011.
- ↑ Discovering Canada დაარქივებული November 5, 2012, საიტზე Wayback Machine. (official Canadian citizenship test study guide)
- ↑ LIVING IN CANADA: MONTREAL, QUEBEC. Abrams & Krochak – Canadian Immigration Lawyers. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 30, 2010. ციტირების თარიღი: November 4, 2009.
- ↑ (2005) Participatory Democracy: Prospects for Democratizing Democracy. Montreal; New York: Black Rose Books, გვ. 292. ISBN 1-55164-224-7. ციტირების თარიღი: June 5, 2009. დაარქივებული July 21, 2011[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები Quote: Montreal "is second only to Paris as the largest primarily French-speaking city in the world".
- ↑ Kinshasa and Abidjan are sometimes said to rank ahead of Montreal as francophone cities, since they have larger populations and are in countries with French as the sole official language. However, French is uncommon as a mother tongue there. According to Ethnologue, there were 17,500 mother-tongue speakers of French in the Ivory Coast as of 1988. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 21, 2012. ციტირების თარიღი: 2012-11-25. Approximately 10% of the population of Congo-Kinshasa knows French to some extent. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 27, 2012. ციტირების თარიღი: 2012-11-25.
- ↑ City of Toronto, History Resources. City of Toronto (October 23, 2000). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 29, 2011. ციტირების თარიღი: April 13, 2010.
- ↑ Why Choose Montréal - Montreal International en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 2, 2016. ციტირების თარიღი: April 9, 2016
- ↑ Montreal, Canada appointed a UNESCO City of Design. UNESCO (June 7, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 11, 2006. ციტირების თარიღი: September 16, 2009.
- ↑ Wingrove, Josh (June 9, 2008). „Vancouver and Montreal among 25 most livable cities“. Globe and Mail. Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 10, 2008. ციტირების თარიღი: June 19, 2008.
- ↑ Montréal 2025 | News | Montréal, top international convention host city in North America. Montréal 2025. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 14, 2011. ციტირების თარიღი: April 13, 2010.
- ↑ Herald Sun - EIU Livability Rankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 23, 2015.
- ↑ Montreal 1976. Olympic.org. ციტირების თარიღი: 2 January 2016.
- ↑ www.ixmedia.com. Articles | Encyclopédie du patrimoine culturel de l'Amérique française – histoire, culture, religion, héritage fr. ციტირების თარიღი: 2016-04-09
- ↑ Circuit Gilles Villeneuve. Circuit Gilles Villeneuve Official Website. ციტირების თარიღი: 2 January 2016.
- ↑ About - Festival International de Jazz de Montréal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-02. ციტირების თარიღი: 2017-08-10.
- ↑ Just For Laughs Festival. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-06. ციტირების თარიღი: 2016-04-09
- ↑ Alpha, Beta and Gamma cities (updated 2015).