ფორმულა ერთი
ფორმულა ერთი (ინგლ. Formula One, არაოფიც. სამეფო ფორმულა, ასევე ცნობილია, როგორც ფორმულა-1 ან F1) — მსოფლიო ჩემპიონატი წრიულ ავტორბოლაში. ავტორბოლის ყველაზე ძვირი და მაღალტექნოლოგიური სახეობა, რომელსაც ავტომობილების საერთაშორისო ფედერაცია (ფია) ატარებს.[1] სახელი ფორმულა გულისხმობს წესების ერთობლიობას, რომლებიც მონაწილე გუნდებმა ბოლიდის პროექტირებისას უნდა დაიცვან.[2]
![]() ფორმულა ერთის ლოგოტიპი 2018 წლიდან | |
კატეგორია | რბოლები ერთადგილიან ღიასაბურავიან მანქანებზე |
---|---|
ქვეყანა | საერთაშორისო |
პირველი სეზონი | 1950 |
მრბოლელები | 20 |
გუნდები | 10 |
ძრავების მწარმოებლები |
Honda RBPT Ferrari Mercedes Renault |
საბურავების მიმწოდებლები | Pirelli |
ჩემპიონი მრბოლელი |
![]() (რედ ბულ რეისინგი) |
ჩემპიონი კონსტრუქტორი |
![]() |
ოფიციალური საიტი | formula1.com |
![]() |
მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ წელს ტარდება და ცალკეული ეტაპებისგან შედგება, რომლებიც გრან-პრის სახელით არის ცნობილი. ჩემპიონატის გამარჯვებული წლის ბოლოს ვლინდება. ამ ჩემპიონატში ასპარეზობენ როგორც ცალკეული პილოტები, ასევე გუნდებიც. პილოტები ასპარეზობენ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის, ხოლო გუნდები — კონსტრუქტორთა თასისთვის. ყოველ მოასპარეზეს უნდა გააჩნდეს ფია-ს მიერ გაცემული სუპერლიცენზია, ხოლო რბოლები მხოლოდ იმ ტრასებზე იმართება, რომლებიც ფია-ს მიერ პირველ, ანუ უმაღლეს კატეგორიაშია შეყვანილი.
ფორმულა ერთის ბოლიდები უსწრაფესი საგზაო სარბოლო ავტომობილებია, რასაც მათი რთული აეროდინამიკული პროექტირება და დიდი რაოდენობით მიმჭერი ძალა განაპირობებს. მიმჭერ ძალას უმეტესად წინა და უკანა ფრთები ქმნიან, რაც მანქანის უკან ტურბულენტობას ქმნის. იგი უკან მდებარე ბოლიდის მიმჭერ ძალას ამცირებს, და შესაბამისად გასწრებას ართულებს. ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით 2022 წელს ფია-მ ახალი რეგულაციები შემოიღო.[3] ბოლიდები ძლიერ არიან დამოკიდებულნი ელექტრონიკაზე, აეროდინამიკაზე, საკიდარზე და საბურავებზე. 80-წლების მიწურულიდან გუნდებმა ასევე დაიწყეს სხვადასხვა დამხმარე სისტემების გამოყენება, როგორიც იყვნენ წევის კონტროლის სისტემა, ლაუნჩ-კონტროლი, ავტომატური გადაცემათა კოლოფი და ა.შ, თუმცა ფია-მ ისინი 1994 წელს აკრძალა. 2001 წელს გუნდებს კვლავ ნება მიეცათ, გამოეყენებინათ დამხმარე სისტემები, თუმცა მას შემდეგ იგი ჯერ 2004, ხოლო შემდეგ 2008 წელს აკრძალეს. მათი გამოყენება დღემდე არ არის ნებადართული.[4]

ფორმულა ერთის გუნდის მართვა — ბოლიდის პროექტირება, აწყობა, მოვლა და ტრანსპორტირება წელიწადში საშუალოდ 265,000,000 ამერიკულ დოლარად ჯდება.[5] Formula One Group-ს ამჟამად Liberty Media ფლობს, რომელმაც კომპანია 2017 წელს 8 მილიარდ ამერიკულ დოლარად იყიდა.[6][7]
ისტორია
რედაქტირებაფორმულა ერთის წინამორბედად ევროპის სარბოლო ჩემპიონატი ითვლება, რომელიც 1920-1930 წლებში იმართებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა ახალი რეგულაციები, ე.წ ფორმულა, რომელმაც შემდგომში სპორტსაც დაუდო სათავე. ახალი რეგლამენტის მიხედვით აწყობილი ბოლიდები პირველად 1946 წლის ტურინის გრან-პრიზე გამოჩნდნენ, თუმცა ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ 1950 წელს ჩამოყალიბდა.
ახალი ჩემპიონატის პირველი ეტაპი 1950 წლის 13 მაისს, სილვერსტოუნის წრეზე გაიმართა.[8] ფორმულა ერთის პირველ ჩემპიონად იტალიელი ჯუზეპე ფარინა იქცა, რომელიც ალფა რომეოსთვის ასპარეზობდა. მისმა თანაგუნდელმა, არგენტინელმა ხუან მანუელ ფანხიომ, თავისი პირველი ტიტული მომდევნო წელს მოიპოვა, და შემდეგ 1954, 1955, 1956 და 1957 წლებშიც მოიგო ჩემპიონატი,[9] რითაც რეკორდი დაამყარა, რომელმაც 46 წელს გაძლო და მხოლოდ 2003 წელს მოიხსნა, მას შემდეგ, რაც მიხაელ შუმახერმა თავისი მეექვსე ტიტული მოიგო.[10]
სპორტის არსებობის პირველ წლებში მოასპარეზე გუნდების დიდ ნაწილს უკვე ცნობილი მწარმოებლები განაგებდნენ , ასეთები იყვნენ „ალფა რომეო“, „ფერარი“, „მაზერატი“ და „მერსედეს-ბენცი“, რომლებსაც თავდაპირველად ტრასაზე მოძველებული, მეორე მსოფლიო ომამდე აწყობილი მანქანები გამოჰყავდათ. ახალი რეგლამენტი უპერსპექტივოდ ითვლებოდა, ამიტომაც 1952 და 1953 წლების სეზონებში მრბოლელები ფორმულა ორის ბოლიდებით ასპარეზობდნენ.[11][12] 1954 წლისთვის ფორულა ერთის რეგლამენტი საბოლოოდ დამკვიდრდა სპორტში; ამავდროულად ჩემპიონატს „მერსედეს-ბენცი“ შეუერთდა და ინოვაციური W196 წარადგინა, რომელიც დომინირებდა, სანამ 1955 წლის ლე-მანის 24 საათიან მარათონზე დატრიალებული ტრაგედიის გამო გერმანელები ავტოსპორტიდან წავიდნენ.[13][14]
ტექნოლოგიების განვითარება
რედაქტირებასპორტისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინოვაციად „ბუგატის“ მიერ შემოღებული შუაძრავიანი ბოლიდები იქცა. სწორედ შუაძრავიან მანქანებზე მოიგო ჯეკ ბრებჰემმა 1959-ის, 1960-ის და 1966 წლების ტიტული და დაამტკიცდა, რომ შუაძრავიანი ბოლიდები წინაძრავიანებს აღემატებოდნენ. 1961 წლისთვის ყოველი კონსტრუქტორი შუაძრავიანი კონფიგურაციის ავტომობილებით ასპარეზობდა. 1962 წელს „ლოტუსის“ მიერ შემოღებული ალუმინისგან დამზადებული მონოკოკი სპორტისთვის მორიგ მნიშვნელოვან სიახლედ იქცა.
1968 წელს სპორტში სპონსორები შემოვიდნენ. 1 იანვარს, სამხრეთ აფრიკის გრან-პრიზე, გუნდ „განსტონმა“ თავისი ბოლიდები იმავე სახლეწოდების მქონე სიგარეტის ბრენდის ფერებში, ნარინჯისფერ, ყავისფერსა და ოქროსფერ შეფერილობაში გაიყვანა ტრასაზე.[15] 5 თვის შემდეგ „ლოტუსმაც“, რომელიც მანამდე ტრადიციულ ბრიტანულ სარბოლო მწვანე ფერს (ინგლ. British Racing Green) იყენებდა, ესპანეთის გრან-პრისთვის თავისი მანქანები Imperial Tobacco-ს ბრენ Gold Leaf-ის ფერებში, წითელ, თეთრ და ოქროსფერში შეღება.
1960-იან წლების მიწურულს კონსტრუქტორები მეტ ყურადღებას უთმობდნენ აეროდინამიკას. 1968 წლის მონაკოს გრან-პრიზე „ლოტუსის“ მფლობელმა კოლინ ჩეპმენმა თავის Lotus 49B-ზე პატარა აეროდინამიკული ფრთები დაამონტაჟა. შემდგომში ფრთები ფორმულა ერთის ბოლიდის განუყოფელ ნაწილად იქცნენ. ჩეპმენმა 70-იანი წლების ბოლოს ე.წ „გრაუნდ-ეფექტი“ შემოიღო, რომელიც ბოლიდს მოსახვევებში მეტ სისწრაფეს აძლევდა.
კომერციალიზაცია
რედაქტირება1970-იანი წლებიდან ფორმულა ერთის კომერციული უფლებები ბრიტანელმა ბიზნეს-მაგნატმა, ბერნი ეკლსტოუნმა ჩაიგდო ხელში. როდესაც ეკლსტოუნმა 1971 წელს „ბრებჰემი“ იყიდა, მან ფორმულა ერთის კონსტრუქტორთა ასოციაციაში (FOCA) დაიკავა ადგილი, ხოლო 1978 წელს იგი ორგანიზაციის პრეზიდენტი გახდა.[16] ადრე ტრასების მფლობელები ყოველ გუნდთან მოლაპარაკებას ინდივიდუალურად ახდნენდნენ და მათ შემოსავალსაც აკონტროლებდნენ; ეკლსტოუნმა ყველა გუნდს თავი ერთ ორგანიზაციაში მოუყარა, და წრეების მფლობელებთან მოლაპარაკებას თვითონ ატარებდა.[17]
1979 წელს საავტომობილო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FISA) ჩამოყალიბებამ სათავე ჩაუყარა FISA-FOCA-ს კონფლიქტს, რომლის დროსაც FISA-ს პრეზიდენტი ჟან-მარი ბალესტრი და ეკლსტოუნი გამუდმებით კამათობდნენ სატელევიზიო შემოსავლებისა და ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე.[18] FOCA-მ სეზონის ერთ ეტაპს ბოიკოტი გამოუცხადა და ბალესტრს ცალკეული ჩემპიონატის შექმნით დაემუქრა, საპასუხოდ FISA-მ მომდევნო რბოლები არასანქცირებულად გამოაცხადა.[19] საბოლოოდ 1981 ორი ორგანიზაცია ერთმანეთს FISA-ს შტაბ ბინაში, კონკორდის მოედანზე შეხვდა და ხელი მოაწერა იმავე სახელწოდების მქონე შეთანხმებას, რომელიც ტექნიკური სტაბილურობის გარანტიას იძლეოდა.[20] FISA-მ სატელევიზიო შემოსავლები მიითვისა, თუმცა კომერციული უფლებების ადმინისტრაცია FOCA-ს დაავალა.[21]
ფორმულა ერთის ჩემპიონატის გრან-პრი
რედაქტირებაგრან-პრიში მონაწილეობის მისაღებად, პილოტს უნდა გააჩნდეს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის სუპერლიცენზია. ფორმულა ერთის გრან-პრი რამდენიმე სესიისგან შედგება.
თავისუფალი პრაქტიკა
რედაქტირება- პრაქტიკები 3 ნაწილადაა დაყოფილი. სამივე პრაქტიკა ერთი საათის განმავლობაში გრძელდება. უმეტეს შემთხვევაში პირველი ორი სესია პარასკევს, ხოლო მესამე შაბათსაა, თუმცა მონაკოს გრან-პრიზე, პირველი ორი სესია ხუთშაბათს, ხოლო შაბათს მესამე სესია ტარდება.
- რბოლაში მონაწილეობის მისაღებად, პილოტი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს პრაქტიკის რომელიმე სესიაში.
კვალიფიკაცია
რედაქტირება2006 წლიდან ფორმულა ერთში კვალიფიკაციის ახალი განლაგება შემოიტანეს: პირველი სეგმენტი 18 წუთს გრძელდება, მეორე სეგმენტი - 16-ს, ხოლო მესამე მხოლოდ 12 წუთს.
- პირველ სესიაში (Q1) მონაწილეობას ყველა პილოტი იღებს. ისინი ტაბულაზე მათ მიერ განვლილ დროს აქვეყნებენ, სესიის ბოლოს პილოტები, რომლებმაც მე-15 პოზიციაზე დაბალი დაიკავეს, სესიას ტოვებენ, და სხვა სესიებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.
- მეორე სესიაში (Q2) მონაწილეობას დარჩენილი 15 პილოტი იღებს. მათგან ბოლო 5 ვარდება და მესამე სესიაში არ იღებს მონაწილეობას.
- მესამე სესიაში (Q3) მონაწილეობას დარჩენილი 10 პილოტი იღებს. სესიის შემდეგ მათი რეზულტატებიდან გამომდინარე, რბოლას ისინი გარკვეული პოზიციიდან იწყებენ.
რბოლა
რედაქტირებარბოლა კვირას ტარდება, თუმცა მის უშუალოდ დაწყებამდე პილოტები 1 წრეს არტყამენ, რომლის დროს პოზიციის შეცვლის უფლება არ აქვთ. რბოლის წრეების რაოდენობა ტრასის სიგრძიდან გამომდინარე ითვლება. ფინალურ პროტოკოლში მოსახვედრად, პილოტი ვალდებულია გაიაროს მოცემული დისტანციის მინიმუმ 90%.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფორმულა ერთი“ ვიკისაწყობში.
- ფორმულა ერთი, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- ოფიციალური საიტი
- FIA
სქოლიო
რედაქტირება- ↑ About FIA. Fédération Internationale de l'Automobile (FIA) (24 February 2015). ციტირების თარიღი: 13 April 2020
- ↑ Williamson, Martin. A brief history of Formula One. ESPN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 23 December 2020
- ↑ 10 things you need to know about the all-new 2022 F1 car en. ციტირების თარიღი: 21 April 2022
- ↑ „F1 bans traction control for 2008“. BBC Sport. BBC Sport. 30 March 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 January 2020. ციტირების თარიღი: 3 January 2020.
- ↑ Sylt, Christian (20 April 2020). „Formula One budget cuts are expected to crash 1,600 jobs“. Daily Telegraph (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 June 2022. ციტირების თარიღი: 14 June 2022.
- ↑ „Bernie Ecclestone removed as Liberty Media completes $8bn takeover“. BBC Sport. 23 January 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 February 2020. ციტირების თარიღი: 23 January 2017. ციტატა: „Bernie Ecclestone has been removed from his position running Formula 1 as US giant Liberty Media completed its $8bn (£6.4bn) takeover of the sport.“
- ↑ Liberty Media Corporation Completes Acquisition of Formula 1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 დეკემბერი 2019. ციტირების თარიღი: 7 December 2018
- ↑ Facts you may not know about Silverstone Circuit and its place on the F1 calendar (27 May 2021). ციტირების თარიღი: 18 May 2023
- ↑ Michael Schumacher surclasse ses rivaux et dépasse Juan Manuel Fangio (13 October 2003). ციტირების თარიღი: 18 May 2023
- ↑ Michael Schumacher surclasse ses rivaux et dépasse Juan Manuel Fangio (13 October 2003). ციტირების თარიღი: 18 May 2023
- ↑ Decade seasons 1950–1959. Autocourse. ციტირების თარიღი: 17 November 2007
- ↑ Note: at the time the only two cars competitive with the new Formula were the pre-war Alfa Romeo 158/159 Alfetta and the new BRM Type 15, the latter having a poor reliability-record when introduced, causing it not to finish a number of the first Formula One races, forcing the Alfa to complete the races against the remainder of a field consisting of uncompetitive cars.
- ↑ Tuckey, Bill (28 January 1994). „Moss returns to scene of GP victory“. The Age. Australia Company. ციტატა: „the all-conquering Mercedes-Benz cars... When the Germans withdrew from racing after the Le Mans 24-hour tragedy“
- ↑ Matters of moment, January 1956 en-GB (2014-07-07). ციტირების თარიღი: 2024-09-13
- ↑ Bartunek, Robert-Jan (18 September 2007). „Sponsorship, the big business behind F1“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 February 2010. ციტირების თარიღი: 8 November 2007.
- ↑ Bernie Ecclestone timeline en. ციტირების თარიღი: 18 January 2022
- ↑ Williams, Richard (28 March 1997). „The Formula for Striking It Rich“. The Guardian. Guardian Newspapers.
- ↑ Blunsden, John (20 December 1986). „Filling Balestre's shoes is no job for a back-seat driver“. Financial Times.
- ↑ Williams, Richard (28 March 1997). „The Formula for Striking It Rich“. The Guardian. Guardian Newspapers.
- ↑ Roebuck, Nigel "Power struggles and techno wars" Sunday Times 7 March 1993
- ↑ The Racing Analyst. (12 September 2013) The FISA-FOCA War | Allinsport. Allinsport.ch. ციტირების თარიღი: 13 October 2015