წელი, წელიწადი — დროის შუალედი, რომლის განმავლობაში დედამიწა ერთ სრულ შემოვლას ასრულებს მზის ირგვლივ. დედამიწის მოძრაობის სირთულემ განაპირობა ამ შუალედის განსაზღვრის სიძნელე და წელიწადის ურთიერთგანსხვავებულ ცნებათა წარმოშობაც. ვარსკვლავიერი, ანუ სიდერული წელიწადი, არის დროის შუალედი. რომელსაც ანდომებს მზე ცის თაღზე ვარსკვლავთა მიმართ ერთ სრულ ხილულ გარემოქცევას, გამოწეეულს დედამიწის რეალური მზისირგელივი მოძრაობით. მისი ხანგრძლიეობაა 365,256360 ეფემერიდული დღე-ღამე. ტროპიკული წელიწადი — დროის შუალედი გაზაფხულის ბუნიობის წერტილზე მზის ორ თანმიმდევრულ გავლას შორის (365,242196 დღე-ღამე); ანომალისტური წელიწადი — დროის შუალედი პერიჰელიუმში დედამიწის ორ თანმიმდევრულ გავლას შორის (365,259641 დღე-ღამე); დრაკონული წელიწადი — დროის შუალედი მთვარის ორბიტის ერთსა და იმავე კვანძში მზის ორ თანამიმდევრულ გავლას შორის (346,620047 დღ-ღ). წელიწადის ეს სახეობები დროთა განმავლობაში ნელა იცვლება (საუკუნეში დღ-ღამის 0,11 — 6, 3 და 32 მემილიონედით, შესაბამისად). მთვარის კალენდრებში გამოიყენება 12 ან 13 სინოდური თვის შემცველი მთვარისმიერი წელიწადი. იულიუსის კალენდრის წელიწადის საშუალო ხანგრძლივობას იულიუსის წელიწადი ჰქვია (365,25 დღე-ღამე), გრიგოლის კალენდრის წელიწადისას კი — გრიგოლის წელიწადი (365,2425 დღე-ღამე). სეზონთა ცელის პერიოდი ტროპიკულ წელიწადს ემთხვევა.

წელიწადის საკმაოდ ზუსტი მნიშენელობები ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძვ. ჩინეთსა და ძვ. ეგვიპტეში. ჰიჰარქემ განსაზდერა წელიწადი, რომლის მნიშენელობა უდრიდა „365 ¼ დღეს დღის 1/300 გამოკლებით“. წელიწადის ამ და თანამედროვე მნიშვნელობებს შორის სხვაობა მხილოდ 6 ½ წუთია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 303.
  • Витковский В. В., Прозоровский Д. И. Год // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=წელი&oldid=3589381“-დან