ტროპიკული წელიწადი
ტროპიკული წელიწადი — მზის გარშემო დედამიწის ერთი სრული მოქცევა. უფრო ზუსტად, ეს არის დროის შუალედი ორი მომდევნო გაზაფხულის დღეღამტოლობის მომენტებს შორის. იგი 365 დღეს, 5 საათს, 48 წუთსა და 46,1 წამს (365,24217 დღე) მოიცავს.
ტროპიკული წელიწადი შედგენილია დღეების არა მთელი არამედ წილადი რიცხვისაგან. ამიტომ, თუ წელიწადი დაიწყება შუაღამისას, მეორე მომდევნო წელიწადი უნდა იწყებოდეს დილის 5 საათსა, 48 წუთსა და 46,1 წამზე, ხოლო კიდევ შემდეგი — დღის 11 საათსა, 37 წუთსა და 32,2 წამზე. ეს კი მეტად მოუხერხებელია სამოქალაქო ცხოვრებისათვის.
ამის გამო თვლიან, რომ წელიწადი დღე-ღამეთა მთელ რიცხვს შეიცავს. ეს სამოქალაქო წელიწადია. მაგრამ იგი განსხვავებულია წელიწადის ნამდვილი ხანგრძლივობისაგან.
ლიტერატურარედაქტირება
- ე. ხარაძე, „ასტრონომია“ (მე-11 კლასის სახელმძღვანელო), თბ., 1989