ატომური ნომერი

(გადამისამართდა გვერდიდან ატომური რიცხვი)

ატომური ნომერი (Z) — ქიმიური ელემენტის რიგითი ნომერი დ. მენდელეევის ელემენტთა პერიოდულ სისტემაში. ატომური ნომერი უდრის ატომის ბირთვში პროტონების რაოდენობას. იგი ჩვეულებრივად აღინიშნება Z ასოთი. ბირთვის მუზტი Ze-ს ტოლია, სადაც e — დადებითი ელემენტარული ელექტრონული მუხტია, რომელიც ელექტრონის მუხტის აბსოლუტური მნიშვნელობის ტოლია.

სქემატურად ატომი შეიძლება მიახლოებით წარმოვიდგინოთ, როგორც პროტონებისა (p+) და ნეიტრონების (n) მჭიდრო გროვა (ბირთვი), რომლის ირგვლივაც მოძრაობს ელექტრონები (e-). ატომის ელექტრული მუხტი ნულია, რამეთუ მასში ელექტრონთა რაოდენობაც უდრის მისსავე ატომური ნომერს (Z) (+e მუხტის მქონე Z პროტონი და -e მუხტის მქონე Z ელექტრონი აბათილებენ ერთმანეთის მუხტს და ჯამში გავძლევენ 0 კულონს).

თავდაპირველად, ეს ნომერი განსაზღვრავდა ქიმიური ელემენტის ადგილს მენდელეევის ელემენტთა პერიოდულობის ცხრილში. როდესაც დიმიტრი მენდელეევმა იმ დროისთვის ცნობილი ქიმიური ელემენტები დააჯგუფა მათი თვისებების მიხედვით, შენიშნა რომ ატომური მასის ზრდის მიხედვით დალაგებას არალოგიკურ შედეგებამდე მივყავდით: მაგალითად, იოდსა და ტელურს მათი ატომური მასიდან გამომდინარე შებრუნებით უნდა დაეკავებინათ ადგილები. შეუსაბამოებებმა, ქიმიური თვისებების მიხედვით განდასებაში რომელიც განსაზღვრავდა ატომურ ნომერს და დაახლოებით შეესაბამებოდა ატომურ მასას, აჩვენეს რომ ატომური მასა გამოსახავს არა მხოლოდ მასას არამედ სხვა თვისებებსაც.

კავშირი მასასა და მუხტთან

რედაქტირება

ატომური მასის მიხედვით და ატომური ნომრის მიხედვით განდასებებს შორის გადახრები ახსნილ იქნა ჰენრი მოსლის შრომებში 1931 წელს, რომლებმაც აჩვენეს მკაცრი დამოკიდებულება ელემენტების რენტგენის სხივების დიფრაქციასა და მენდელეევის ელემენტთა პერიოდულობის ცხრილში მათ მდებარეობას შორის. შემდგომში ნაჩვენები იქნა, რომ ატომური ნომერი შეესაბამება ბირთვის მუხტს ანუ ბირთვში პროტონების რაოდენობას. ამგვარად, ელემენტის თვისებებს განსაზღვრავს ბირთვის მუხტი და არა მასა.

ატომური ნომერი გარკვეულ კავშირშია ატომურ მასასთან, მაგრამ მათ შორის მაინც არის სხვაობა. ეს კავშირი გამოწვეულია იმით რომ, ერთი მხრივ, ატომური მასა დამოკიდებულია ბირთვში ნეიტრონებისა და პროტონების რაოდენობაზე, ხოლო, მეორე მხრივ კი, ატომური ნომერი განისაზღვრება ბირთვში პროტონების რაოდენობით.

ატომური მასა ხშირად მოიხსენება ელემენტის სახელის მერე, მაგ.: ხშირია საუბარი ნახშირბად–14–ზე (რომელიც გამოიყენება არქეოლოგიაში ორგანული წარმოშობის ნივთების დასათარიღებლად), ამით ხაზი ესმება მის განსხვავებას ნახშირბად–12–ისაგან (ნახშირბადის ბუნებაში ყველაზე უფრო გავრცელებული იზოტოპი).

ლიტერატურა

რედაქტირება