Bibcode — იდენტიფიკატორი, რომელსაც იყენებს ბევრი ასტრონომიული მონაცემთა ბაზა და ლიტერატურული წყაროების კატალოგი. Bibcode შემუშავდა NASA/IPAC Extragalactic Database-ს (NED) გარეგალაქტიკური ობიექტების SIMBAD-ში და მონაცემთა ბაზაში გამოყენებისათვის, მაგრამ დღეისათვის გამოიყენება უფრო ფართედ, მაგალითად, ADS-ში (ნასას ასტროფიზიკური საინფორმაციო სისტემა)[1][2]. კოდი შედგენა ზუსტად 19 სიმბოლოსგან და აქვს ფორმა

YYYYJJJJJVVVVMPPPPA ,

სადაც YYYY — 4 ციფრი გამოქვეყნების წელი, JJJJJ — ჟურნალის/მონოგრაფიის/კრებულის კოდი. ჟურნალის წყაროს შემთხვევაში, VVVV — ტომის ნომერი, M ნიშნავს ჟურნალის თავის ასობრივ ინდექსს (მაგალითად, L — Letters-ის სექციისათვის), PPPP — საწყისი ფურცლის ნომერი, A — პირველი ავტორის გვარის პირველი გვარი. წერტილები (.) გამოიყენება გამოუყენებელი მინდვრების შესავსებად, რათა თითოეული მინდვრის სიგრძე მუდამ ტოლი ყოფილიყო ზემოთ აღნიშნულის; წერტილები ემატება მარჯვნიდან კოდისთვის JJJJJ და მარცხნიდან ტომის და ფურცლის ნომრისათვის[1][2]. ქვემოთ მოყვანილია კოდების მაგალითები:

Bibcode        წყარო
1974AJ.....79..819H   Heintz, W. D. (1974). „Astrometric study of four visual binaries“. The Astronomical Journal. 79: 819–825. Bibcode:1974AJ.....79..819H. doi:10.1086/111614.
1924MNRAS..84..308E   Eddington, A. S. (1924). „On the relation between the masses and luminosities of the stars“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society. 84: 308–332. Bibcode:1924MNRAS..84..308E.
1970ApJ...161L..77K   Kemp, J. C.; Swedlund, J. B.; Landstreet, J. D.; Angel, J. R. P. (1970). „Discovery of circularly polarized light from a white dwarf“. The Astrophysical Journal Letters. 161: L77–L79. Bibcode:1970ApJ...161L..77K. doi:10.1086/180574.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 M. Schmitz, G. Helou, P. Dubois, C. LaGue, B. Madore, H. G. Corwin Jr., and S. Lesteven (1995). „NED and SIMBAD Conventions for Bibliographic Reference Coding“, Information & On-Line Data in Astronomy. Kluwer Academic Publishers. ISBN 0-7923-3659-3. ციტირების თარიღი: 2011-06-22. 
  2. 2.0 2.1 The ADS Data, help page. NASA ADS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-27. ციტირების თარიღი: November 5, 2007.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Bibcode&oldid=3950678“-დან