ტეხური

მდინარე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში

ტეხურიმდინარე საქართველოში. გაედინება დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. სათავე აქვს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ტეხურიშდუდთან, ზღვის დონიდან 2400 მ სიმაღლეზე. მდინარე რიონს ერთვის მარჯვნიდან. სიგრძე 108 კმ, აუზის ფართობი 1040 კმ². მთავარი შენაკადია მდინარე აბაშა. საზრდოობს წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები — მთელი წლის მანძილზე. საშუალო წლიური ხარჯი ნოქალაქევთან 31,8 მ³/წმ. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად და სოფლის წისქვილებისათვის. ხეობის ზემო ნაწილში მდებარეობს კურორტი ლებარდე.[1]

ტეხური
Nokalakevi-river.Tekhura3.jpg
ტეხური ნოქალაქევთან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები მარტვილის მუნიციპალიტეტი
სენაკის მუნიციპალიტეტი
მარჯვენა შენაკადები გურძენი
ნახური
მარცხენა შენაკადები აბაშა
ჩხოროწყუ
წაჩხურა
სათავე ეგრისის ქედი
42°46′17″ ჩ. გ. 42°24′59″ ა. გ. / 42.77139° ჩ. გ. 42.41639° ა. გ. / 42.77139; 42.41639
სათავის მდებარეობა კავკასიონი
სათავის სიმაღლე 2400 მ
შესართავი რიონი
42°11′10″ ჩ. გ. 42°01′59″ ა. გ. / 42.18611° ჩ. გ. 42.03306° ა. გ. / 42.18611; 42.03306
სიგრძე 108 კმ
აუზის ფართობი 1040 კმ²
მდინარის სისტემა რიონი/შავი ზღვა
წყლის დანიშნულება ხე-ტყის დაცურება
სოფლის წისქვილები
წყლის ხარჯი (საშ.) 31,8 მ³/წმ
ტეხური — საქართველო
ტეხური
ტეხური
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი
Commons-logo.svg ტეხური ვიკისაწყობში

მდინარის აუზში 503 შენაკადია, საერთო სიგრძით 1047 კმ. ძირითადი შენაკადები, რომელთა სიგრძე 10 კმ-ზე მეტია არის ხუთი: მარცხენა მდინარე ჩხოროწყუ (11 კმ), მარცხენა მდინარე წაჩხურა (12 კმ), მარჯვენა მდინარე გურძენი (20 კმ), მარჯვენა მდინარე ნახური (11 კმ), მარცხენა მდინარე აბაშა (66 კმ). აბაშის აუზის შეერთების შემდეგ ტეხურის აუზი ღებულობს ასიმეტრიულ ფორმას. მდინარის სიმჭიდროვის კოეფიციენტი ტოლია 1.01 კმ/კმ².[2]

მდინარის კალაპოტი ზომიერად კლაკნილია და ძირითადად დაუტოტავი. სოფელ დობერაზენის მიდამოებში იყოფა 2-3 ტოტად, რის გამოც წარმოიქმნება დაბალი, არამდგრადი კუნძულები კენჭნარ-ქვიშოვანი ზედაპირით. მდინარის კალაპოტისთვის დამახასიათებელია, საშუალოდ ყოველ 30-50 მეტრში, მუხლები და ჩქერები. მდინარის კალაპოტის სიგანე იცვლება 2 მ-დან (სათავიდან 2,5 კმ-ს ქვემოთ) 20 მ-მდე (სოფ. დობერაზენში). ძირითადად ჭარბობს 5 მ. სიღრმეები მუხლებთან შეადგენს 0,3-1,6 მ-ს, ხოლო ჩქერებთან 0,4-5 მ-ს.[2]

მისი კალაპოტი ულამაზესი კლდოვანი კანიონებითა და ქვაბულების სიუხვით გამოირჩევა, რაც იდეალურ პირობებს უქმნის რაფტინგის მოყვარულთ. ტეხურის შუა და ზედა წელის ფაუნა საინტერესოა თავისი მრავალფეროვნებით. აქ მრავლადაა სხვადასხვა სახეობის სარეწაო მნიშვნელობის თევზი: თეთრულა, ტობი, წვერა, ქაშაპი, მურწა. მდინარეში ბინადრობს კალმახიც, მაგრამ მასზე თევზაობა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია.[3]

ტეხური თავისი ეკო-პირობებისა და მასში გავრცელებული ფლორისა და ფაუნის მიხედვით, მთელ სიგრძეზე იყოფა პირობითად 3 უბნად ან მონაკვეთად: საკალმახე უბანი, შუა უბანი და შერეული უბანი. მდინარე ტეხურის შუა და ზემო წელის ორივე სანაპირო მდიდარია ტყის რესურსებით.[2]

ვიკიციტატა
„იწოდა ჩქარად დინებისგან, რამეთუ შემუსრავს და მტეხარე ჰყოფს ხიდსა თუ სხვასა რაის. გამოსდის მასვე კავკასსა, მიერთვის ისულეთს ჩრდილოდამ რიონს“

გალერეარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. გიგინეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 709.
  2. 2.0 2.1 2.2 მდინარე ტეხურაზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტი[მკვდარი ბმული]
  3. კურორტ ლებარდეს აღწერა — Travel in Georgia
  4. ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 166 — თბილისი, 1941