ტობი
ტობი (ლათ. Chondrostoma) — თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 18 სახეობას; ბინადრობენ ევროპისა და წინა აზიის მტკნარ წყალში. საქართველოში გავრცელებულია 2 სახეობა: კოლხური ტობი (Chondrostoma colchicum) და მტკვრის ტობი (Chondrostoma cyri). მათი წაგრძელებული სხეულის სიგრძე 25-30 სმ-ს, მასა კი — 160-200 გ-ს აღწევს. ბინადრობენ ძირითადად მდინარეებში. გემრიელი თევზებია. საქართველოში მცირე რაოდენობის გამო სარეწაო მნიშვნელობა არ აქვთ.
ტობი | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Chondrostoma | ||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 7.