ხე-ტყის დაცურება — ტყის ტრანსპორტირების სახეობა წყალზე;[1] ხის მასალის მდინარეებით გადატანა შეტივტივებულ მდგომარეობაში; ხე-ტყის გადასაზიდი ყველაზე გავრცელებული და მასობრივი საშუალება. დაცურება შეიძლება როგორც ცალკეული მორებისა, ისე ტივებად შეკრული ან სპეციფიკური მოტივტივე გადამღობი მორებით შემოფარგლული შეუკრავი მასალისა, რომელსაც თბომავალი ეწევა. როგორც ტექნოლოგიური პროცესი შედის ხე-ტყის დამზადების სამუშაოების შემადგენლობაში. ხე-ტყის დამზადება ეწოდება ხეების მოჭრას, სამანქანო გზამდე გადაზიდვასა და დახარისხებას.[2] ხე-ტყის მრეწველობა წარმოადგენს მრეწველობის იმ დარგების ერთობლიობას, რომელთა დანიშნულებაა ხე-ტყის დამზადება მისი დამუშავება და გადამუშავება.[3]

ხე-ტყის დაცურება მდინარე კოსტრომაზე, ქალაქ ბუისთან.
  1. ხე-ტყის დაცურება – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
  2. ხე-ტყის დამზადება – საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი
  3. წერეთელი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 473.