კოსტრომა[1] (რუს. Кострома) — მდინარე რუსეთში, კოსტრომის ოლქში (ნაწილობრივ იაროსლავლის ოლქის საზღვარზეც); მდინარე ვოლგის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 354 კმ, აუზის ფართობი 16 ათ. კმ². სათავეს იღებს გალიჩის მაღლობზე, მიედინება დაჭაობებულ დაბლობზე, წარმოქმნის დიდ კლაკნილებს. გორკის წყალსაცავის შექნასთან დაკავშირებით (მდ. ვოლგაზე), სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვისაგან დასაცავად კოსტრომის ქვემო წელზე ნაპირები დაფარულია მიწაყრილებით. იკვებება შერეულად, ჭარბობს თოვლის წყლები. წყლის საშუალო მრავალწლოვანი ხარჯი ქალაქ ბუისთან 66,7 მ³/წმ. იყინება ნოემბერში, ლღვება აპრილში – მაისის დასაწყისში. დასაცურებელია. სანაოსნოა შესართავიდან 122 კმ-ზე. კოსტრომაზეა ქალაქი სოლიგალიჩი.[2]

კოსტრომა
რუს. Кострома
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები კოსტრომის ოლქი, იაროსლავლის ოლქი
სათავე გალიჩის მაღლობი
59°03′12″ ჩ. გ. 42°58′28″ ა. გ. / 59.05333° ჩ. გ. 42.97444° ა. გ. / 59.05333; 42.97444
შესართავი გორკის წყალსაცავი
58°57′39″ ჩ. გ. 40°51′52″ ა. გ. / 58.96083° ჩ. გ. 40.86444° ა. გ. / 58.96083; 40.86444
სიგრძე 354 კმ
აუზის ფართობი 16 ათ. კმ²
მდინარის სისტემა გორკის წყალსაცავივოლგაკასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 66,7 მ³/წმ
კოსტრომა (მდინარე) — რუსეთი
კოსტრომა (მდინარე)
კოსტრომა (მდინარე)
— სათავე, — შესართავი
კოსტრომა ვიკისაწყობში
  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 109.
  2. Кострома // Большая российская энциклопедия. т. 15. — М., 2010. — стр. 472.