გორკის წყალსაცავი
გორკის წყალსაცავი (რუს. Го́рьковское водохрани́лище) — წყალსაცავი მდინარე ვოლგაზე, რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდის, ივანოვოს, კოსტრომისა და იაროსლავლის ოლქებში. შეიქმნა 1955-57 წლებში. ფართობი 1590 კმ². მოცულობა 8,71 კმ³, სიგრძე 440 კილომეტრი, მაქსიმალური სიგანე 14 კილომეტრამდე. საშუალო სიღრმე 3,65 მ, მაქსიმალური სიღრმე 22 მ. შექმნით წყლის გზის სიგრძე გოროდეც-რიბინსკის მონაკვეთზე 434-იდან 416 კილომეტრამდე შემცირდა. წყალსაცავის ნაპირებზეა გაშენებული შემდეგი ქალაქები: გოროდეცი, პუჩეჟი, იურიევეცი, კინეშმა, ნავოლოკი, პლიოსი, კოსტრომა, იაროსლავლი.
გორკის წყალსაცავი | |
---|---|
რუს. Го́рьковское водохрани́лище | |
კოორდინატები: 57°29′ ჩ. გ. 42°06′ ა. გ. / 57.483° ჩ. გ. 42.100° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
სიგრძე | 440 კმ |
სიგანე | 14 კმ |
ფართობი | 1590 კმ² |
მოცულობა | 8,71 კმ³ |
უდიდესი სიღრმე | 22 მ |
საშუალო სიღრმე | 3,65 მ |
მდინარე | ვოლგა |
შევსების წელი | 1955-1957 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 232.