სიგრძე (სიმბოლო: ) — ფიზიკური სიდიდე, რომელიც რაიმე წირის სიგრძეს აღნიშნავს. ვიწრო გაგებით სიგრძის ქვეშ იგულისხმება სხეულის ზომა გრძივი მიმართულებით, ანუ ჰორიზონტალური მიმართულებით სხეულის ორ ყველაზე დაშორებულ წერტილს შორის მანძილი, განსხვავებით ვერტიკალური ზომისგან (სიმაღლე). ფიზიკაში სიგრძე ხშირად მანძილის სინონიმად გამოიყენება და აღინიშნება ლათინური ასოთი ან .

სიგრძე
Scale kilometres miles.svg
ერთი კილომეტრი უდრის იმპერიული ზომის 0.62137 მილს
სიმბოლოს აღნიშვნა
SI სისტემა მეტრი (მ)
ექსტენსიურია? კი
განზომილება
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

სიგრძის ერთეული SI სისტემაში არის მეტრი (მ), ხოლო CGS სისტემაში არის სანტიმეტრი (სმ).

სიგრძის ერთეულებირედაქტირება

მეტრული სისტემარედაქტირება

მეტრულ სისტემაში სიგრძის ერთეულად გამოიყენება შემდეგი სიდიდეები

ბრიტანული (იმპერიული) სისტემარედაქტირება

იმპერიული (ბრიტანული) სიგრძის ერთეულებია მილი, იარდი, ფუტი და დუიმი. მილი ბრიტანეთში გავრცელდა ძველი რომიდან, სადაც ის განიმარტებოდა როგორც შეიარაღებული რომაული ჯარის 1000 ორმაგი ნაბიჯი.

საზღვაო სისტემარედაქტირება

სიგრძის გაზომვის საზღვაო სისტემა მიბმულია დედამიწის ზომასთან. საბაზისო ერთეულად აღებულია საზღვაო მილი, რომელიც განიმარტება, როგორც დედამიწის ელიფსოიდის მერიდიანის ერთი გრადუსის 1/60-ედის სიგრძე. საზღვაო მილის ზომა არ არის მუდმივი. ეკვატორზე ის 1843 მ-ის ტოლია, ხოლო პოლუსებზე 1861,6 მეტრის.

საერთაშორისო საზღვაო მილი 1852 მეტრს შეადგენს.

ასტრონომიული ერთეულებირედაქტირება

ასტრონომიაში სიგრძის გასაზომად ხშირად გამოიყენება შემდეგი ერთეულები