ანგსტრემი
ანგსტრემი (აღნიშვნა: Å; ლათ. Ångström) — სიგრძის საზომი ერთეული, რომელიც 0,1 ნანომეტრის, ან 10 -10 მეტრის ტოლია. სახელი ეწოდა შვედი ფიზიკოსის ანდერს ანგსტრემის საპატივცემულოდ.
ანგსტრემი გამოიყენება ოპტიკაში, ატომურ და მოლეკულურ ფიზიკაში და სტრუქტურულ ბიოლოგიაში.
უნიკოდის სიმბოლორედაქტირება
უნიკოდი შეიცავს ანგსტრემის ნიშანს, როგორც ცალკე სიმბოლოს (U+212B ANGSTROM SIGN (Å)).
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 440.