სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვოლგა (მრავალმნიშვნელოვანი).

ვოლგა (მარ. Юл, ჩუვ. Атӑл, თათრ. Идел, ნოღ. Эдил, ყალმ. Иҗил-һол, ყაზახ. Еділ, ერზ. Рав) — მდინარე რუსეთში, ყველაზე გრძელი მდინარე ევროპაში. მისი სიგრძე 3530 კილომეტრია (წყალსაცავის აგებამდე 3690 კმ იყო) აუზის ფართობი 1 380 000 კმ². ერთვის კასპიის ზღვას, სადაც წარმოქმნის 160 კმ-ის სიგრძის დელტას, რომელიც 500-მდე არხსა და მცირე მდინარეს მოიცავს.

ვოლგა

ვოლგა ნიჟნი-ნოვგოროდთან
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
სათავე ვალდაის მაღლობი
სიგრძე 3530 კმ
აუზის ფართობი 1 360 000 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ვოლგა ვიკისაწყობში

ვოლგა გაედინება ცენტრალურ რუსეთში და ხშირად ამ ქვეყნის ეროვნულ მდინარედაც მოიხსენიებენ. რუსეთის 20 უდიდესი ქალაქიდან თერთმეტი, მათ შორის დედაქალაქი მოსკოვიც, ვოლგის აუზში მდებარეობს. ამავე დროს, ვოლგის აუზი ყველაზე დასახლებული ტერიტორიაა მთელს რუსეთში.

მდინარის უამრავ შენაკადთაგან აღსანიშნავია: კამა, ოკა, ვეტლუგა, სურა.

სახელწოდება

რედაქტირება

ანტიკურ წყაროებში (კლავდიუს პტოლემე და ამმიან მარცელინი) ვოლგა სახელწოდებით რა („უხვი“), მოიხსენიებოდა; მის ნაპირებზე მცხოვრები ფინელთა ტომები მდინარეს ვოლგას („ნათელი“, „ბრწყინვალე“) ეძახდნენ; შუა საუკუნეების არაბულ და სპარსულ ლიტერატურაში ეწოდებოდა ითილი („მდინარეთა მდინარე“). ამ სახელწოდებას დღემდე ხმარობენ თათრები, ბაშკირები, ჩუვაშები და სხვა. სახელწოდება „ვოლგა“ ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, წარმოშობილი უნდა იყოს რუსული სიტყვებისაგან: (რუს. „влага“ — „სინოტივე“, „ტენი“) და (რუს. „вода“ — „წყალი“).

იქიდან გამომდინარე რომ ვოლგა კასპიის ზღვის აუზის ნაწილია, ვაჭრებს ურთულდებოდათ აღნიშნული მდინარიდან ოკეანეში გასვლა და შესაბამისად საქონლის დიდ ბაზარზე გატანა. ამრიგად დიდი ხანი არსებობდა ვოლგისა და დონის შეერთების იდეა. აღნიშნულთან დაკავშირებით საუკუნეების მანძილზე ფიქრობდნენ ინჟინრები და პოლიტიკოსები.

საინტერესო ფაქტია ის რომ აღნიშნული ორი მდინარის შეერთება პირველად სცადეს თურქებმა. თურქეთის სულთანმა სელიმ II-მ მოინდომა წაერთმია რუსეთისთვის ასტრახანი, რომელიც რუსეთს 1556 წელს შეუერთდა. ამ მიზნით მან გადაწყვიტა საბრძოლო ხომალდები, მძიმე ზარბაზნები და ჯარი გადაესროლა წყის გზით — დონისა და ვოლგის მეშვეობით. სულთანმა ბრძანა გაეთხარათ ამ მდინარეთა შორის არსებული ყელი.

1568 წელს სულთანის მრავალრიცხოვანი ჯარი მივიდა შუამდინარეთის რაიონში. თურქები მაშინვე შეუდგნენ არხის გათხრას, მაგრამ მალევე აღმოაჩინეს რომ აღნიშნული მათ ძალებს აღემატებოდა. უსარგებლოდ გათხრილი ორმო დღემდეა შემორჩენილი და მას „თურქულ თხრილს“ ეძახიან.

ვოლგისა და დონის შეერთების პრობლემას პეტრე I-მაც მოჰკიდა ხელი. „ჩვენ განვიზრახეთ, ჩვენი იმპერიის უდიდესი მდინარეები წყლის ერთიან სხეულად შევკრათ“ — წერდა იგი 1709 წელს. რიგი ხელშემშლელი მიზეზების გამო, ვოლგა მაინც შეუერთეს დონს, მაგრამ იმდროინდელიპოლიტიკური მოვლენების გამო არხს ვერ იყენებდნენ და იგი გაპარტახდა.

1810 წელს დასრულდა მარიინის სისტემის მშენებლობა. ეს იყო წყალსავალი გზა, რომელმაც ერთმანეთს დაუკავშირა ვოლგისა და ნევის აუზები.

პროექტ „დიდი ვოლგის“ განხორციელება დაიწყო მაშინ, როცა შეუდგნენ მოსკოვის სახელობის არხის გაყვანას. ერთდროულად უნდა გადაჭრილიყო ორი მნიშვნელოვანი პრობლემა: ქცეულიყო მოსკოვი დიდ სამდინარეო ნავსადგურად და მიეღო მას საკმარისი რაოდენობით სასმელი წყალი. არხი გაყავდათ 1932-1937 წლებში. მისი სიგრძე 127 კმ-ია.

1948-1952 წლებში ვოლგა შეუერთეს დონს. შეიქმნა ვოლგა-დონის არხი. იგი იწყება ვოლგიდან ვოლგოგრადის ახლოს, გადაკვეთს ერგენის მაღლობებს და კალაჩთან უერთდება დონს. ტრასის სიგრძეა 101 კმ. არხი ექსპლუატაციაში შევიდა 1964 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 103.
  • პაიკაძე ვ., „მსოფლიოს უდიდესი მდინარეები“, თბ., 1975, გვ. 17-39

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება