ვალდაის მაღლობი (რუს. Валдайская возвышенность) — მაღლობი აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რუსეთის ტვერის ოლქში. გადაჭიმულია დაახლოებით 600 კმ-ზე. ვალდაის მაღლობზე სათავე აქვს მდინარეებს: ვოლგას, დასავლეთ დვინას, ლოვატს, მსტას, სიასს, მოლოგასა და სხვა. სიმაღლე 150-იდან 250-მდე, მაქსიმალური სიმაღლე 347 მ. მაღლობის საფუძველში განვითარებულია კარბონული სისტემის კირქვები, მერგელები, თიხები, რომლებიც ზემოდან მყინვარული და მდინარეულ-მყინვარული ნალექებითაა დაფარული. ვალდაის მაღლობი მოიცავს ტიხვინის, მეგორის სერებს, ვეფსის მაღლობსა და სხვა. მაღლობის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ციცაბოა, სამხრეთ-აღმოსავლეთი — დამრეცი. რელიეფი მორენული, ბორცვიან-სერებიანია. ბევრია ტბა, რომელთა შორისაა ვალდაი, პენო, ვსელუგი, ვოლგო, სელიგერი და სხვა. ზედაპირი ძლიერ დაჭაობებულია. მაღლობის ჩრდილოეთ ნაწილში არის ვალდაის ეროვნული პარკი, რომელიც დაარსდა 1990 წელს. იზრდება ნაძვი, ფიჭვი, არყი, მუხა და სხვა. ვალდაის მაღლობი ტურიზმის რაიონია.

ვალდაის მაღლობი
ვალდაის მაღლობი
ვალდაის მაღლობი
კოორდინატები: 57°00′ ჩ. გ. 33°30′ ა. გ. / 57.000° ჩ. გ. 33.500° ა. გ. / 57.000; 33.500
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე 347 
სიგრძე 600 კმ
ვალდაის მაღლობი — რუსეთი
ვალდაის მაღლობი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება