ვალდაის ტბა
ვალდაის ტბა (რუს. Валдайское озеро) — ტბა რუსეთში, ნოვგოროდის ოლქში. მდებარეობს ვალდაის მაღლობის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის დონიდან 192 მ სიმაღლეზე. ფართობი 19,7 კმ². საშუალო სიღრმე 12 მ, მაქსიმალური სიღრმე 60 მ. მყინვარული წარმოშობისაა. ტბა კუნძულით გაყოფილია ორ თანაბარ ლუბრმად. 150 მ სიგრძის ფშანით უერთდება უჟინის ტბას. ვალდაის ტბას ერთვის პატარა მდინარეები, გამოედინება მდინარე ვალდაიკა. იყინება დეკემბრის დასაწყისში, ყინულძვრა მაისის დასწყისშია. ვალდაის ტბის დასავლეთ ნაპირზეა ქალაქი ვალდაი.
ვალდაის ტბა | |
---|---|
ვალდაის ტბა | |
კოორდინატები: 57°59′ ჩ. გ. 33°18′ ა. გ. / 57.983° ჩ. გ. 33.300° ა. გ. | |
მდებარეობა | რუსეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 192 მ |
ფართობი | 19,7 კმ² |
საშუალო სიღრმე | 12 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 60 მ |