სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვეტლუგა (მრავალმნიშვნელოვანი).

ვეტლუგამდინარე რუსეთის ფედერაციის კიროვის, კოსტრომის, გორკის ოლქებში და მარეთის რესპუბლიკაში. მდინარე ვოლგის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 889 კმ, აუზის ფართობი 39,4 ათ. კმ². ვეტლუგის ხეობა ასიმეტრიულია: მარცხენა ფერდობი დაბალია, მარჯვენა ზოგან 100 მ-მდე მაღლდება, ქვემოთში დაბალი ნაპირები აქვს, რომლებიც წყალდიდობის დროს იტბორება. მდინარის ჭალაში ტბები და ნარიონალებია. ვეტლუგა საზრდოობს ძირითადად თოვლის წყლით. იყინება ნოემბრის დასაწყისში, ყინულძვრა აპრილშია. აცურებენ ხე-ტყეს. სანაოსნოა შესართავიდან 700 კმ. მდინარე ვეტლუგას ნაპირზეა ქალაქი ვეტლუგა.

მდინარე ვოლგის აუზი

ლიტერატურა

რედაქტირება