ქვაბულიდედამიწის ზედაპირის რელიეფის უარყოფითი ფორმა, რომელსაც აქვს მეტ-ნაკლებად იზომეტრიული მოხაზულობა ან ოდნავ წაგრძელებულია. მორფოლოგიურად შეიძლება იყოს ბრტყელძირიანი, ჯამისებრი და სხვა. წარმოშობით — ტექტონიკური, ვულკანური, ეროზიული, მყინვარული, დეფლაციური, კარსტული და სხვა.[1]

დედამიწის გეოლოგიური პროვინციები (USGS)

ზღვის ფსკერის გეომორფოლოგიაში გამოყოფენ გარდამავალი ზონის ქვაბულებს, რომლებიც დაკავებულია გეოსინკლინური ზღვებით, და ოკეანურ ქვაბულებს, ოკეანის საგების ყველაზე დიდ უარყოფით ფორმებს. როგორც წესი მოზრდილი ქვაბულები ამოვსებულია წყლით, შესაბამისად წარმოიქმნება ტბა. ქვაბული შეიძლება იყოს დახშული და ღია.[2]

საქართველოში როგორც ტიპურ მთიან ქვეყანაში კარგად არის გამოხატული რელიეფის ჩადაბლებული ფორმები, რაც ხშირად გეომორფოლოგიურ პროცესებთანაა დაკავშირებული. საინტერესო ისტორია აქვს მაგ., საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ მხარეში არსებული დიდი რიწის ტბის ქვაბულს.

რიწის ტბის ქვაბული ეგზოტექტონიკურია და მისი წარმოქმნა დაკავშირებულია კლდეზვავთან, რომელმაც შეაგუბა მდინარე ლაშიფსე და შექმნა კავკასიის ერთ-ერთი ულამაზესი მთის ტბა. ანალოგიური ბედ-იღბალი განიცადეს საქართველოს სხვა ტბებმაც.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 505.
  2. გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.