ლაშიფსე — მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში.[1] სიგრძე 23 კმ, აუზის ფართობი 115 კმ². სათავე აქვს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2347 მ სიმაღლეზე. ჩაედინება რიწის ტბაში. მარჯვნიდან ერთვის მდინარე ავადჰარა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე. დეკემბრიდან შუა თებერვლამდე უჩნდება ყინულნაპირისი. საშუალო წლიური ხარჯი 7,98 მ³/წმ.[2]

ლაშიფსე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები გუდაუთის მუნიციპალიტეტი
მარჯვენა შენაკადები ავადჰარა
სათავე 43°30′15″ ჩ. გ. 40°46′40″ ა. გ. / 43.50417° ჩ. გ. 40.77778° ა. გ. / 43.50417; 40.77778
სათავის მდებარეობა აფხაზეთის კავკასიონი
სათავის სიმაღლე 2347 მ
შესართავი 43°28′54″ ჩ. გ. 40°33′28″ ა. გ. / 43.481833° ჩ. გ. 40.558028° ა. გ. / 43.481833; 40.558028
შესართავის მდებარეობა რიწა
სიგრძე 23 კმ
აუზის ფართობი 115 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 7,98 მ³/წმ
ლაშიფსე (საქართველო)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg

ლაშიფსე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg

სქოლიორედაქტირება

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 101, თბ., 2009.
  2. აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 148, თბ. 1983 წელი.