გუდაუთის მუნიციპალიტეტი
გუდაუთის მუნიციპალიტეტი[1] (აფხ. Гәдоуҭа амуниципалитет) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე და ზღვის ვიწრო სანაპირო დაბლობ ზოლში. 1917 წლამდე ახლანდელი გუდაუთის მუნიციპალიტეტი შედოიდა ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქში, 1921 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფით — აფხაზეთის სსრ-ში გუდაუთის მაზრის სახელწოდებით, 1930 წლიდან ცალკე რაიონად გამოიყო დღევანდელ საზღვრებში. გუდაუთის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეები, აღმოსავლეთით სოხუმის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით გაგრის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით — შავი ზღვა. ფართობი 1640 კმ2. ცენტრი — ქ. გუდაუთა.
ადმინისტრაციული ერთეული | |
---|---|
გუდაუთის მუნიციპალიტეტი აფხ. Гәдоуҭа амуниципалитет | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ავტონომიური რესპუბლიკა |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
ადმ. ცენტრი | გუდაუთა |
ფართობი | 1640 კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
სატელეფონო კოდი | (444) |
საფოსტო ინდექსი | 6900–6999 |
მოსახლეობა რედაქტირება
მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[2] | 1959 წ. აღწ. | 1970 წ. აღწ. | 1979 წ. აღწ. | 1989 წ. აღწ. | 1991' | 2002 წ. აღწ. |
---|---|---|---|---|---|---|
გუდაუთის | 53,468 | 60,139 | 57,231 | 59,146 | 59,200 | ოკ. რუს. ფ. |
ფოტოგალერეა რედაქტირება
-
გუდაუთის მუნიციპალიტეტის რუკა, 2012 წ.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ უკლება დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 181-184.
- ↑ Georgia division