პატარა რიწა
პატარა რიწა — ტბა საქართველოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს გაგრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1235 მ. სარკის ფართობი 0,1 კმ², წყლის მოცულობა 3,25 მლნ. მ³, მაქსიმალური სიღრმე 76 მ, წყალშემკრები აუზის ფართობი 2,95 კმ². ქვაბული გაჩენილია მთა ფშეგიშხის აღმოსავლეთ კალთის ჩამოქცევის შედეგად.[2]
პატარა რიწა | |
---|---|
კოორდინატები: 43°28′31″ ჩ. გ. 40°30′11″ ა. გ. / 43.47528° ჩ. გ. 40.50306° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1235 მ |
ფართობი | 0,1 კმ² |
მოცულობა | 0,00325 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 33,8 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 76 მ |
გამჭვირვალობა | 18 მ |
აუზის ფართობი | 2,95 კმ² |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
პატარა რიწის აუზისთვის დამახასიათებელია საშუალომთიანი რელიეფი. ტბა და მისი აუზი განლაგებულია ტყისა და სუბალპურ სარტყელში. აუზის ჰიდროგრაფიული ქსელი სუსტადაა განვითარებული. ტბას არ გააჩნია არცერთი მუდმივი შენაკადი. გეგმაში აქვს განედური მიმართულებით გადაჭიმული არასწორი ოვალური მოხაზულობა.[2]
სანაპირო ხაზი სუსტადაა შეჭრილ-შემოჭრილი. აქვს ციცაბო და მაღალი ნაპირები. ტბის ფსკერის რელიეფი სწორია, წყალქვეშა კალთები მეტად ციცაბოა. საზრდოობს თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლით. გამდინარეა მიწისქვეშა გზით. დონე მაღალია მაისში, დაბალი — მარტში. ზაფხულში წყლის ტემპერატურა ზედაპირზე აღწევს დაახლოებით 18–20 °C-ს, მაშინ როდესაც 70 მ სიღრმეზე ეს მაჩვენებელი უტოლდება 4,2 °C-ს. ტბა იყოფა ვერტიკალურ თერმულ ზონებად. მცირე ხნით იფარება ყინულით. წყალი მუქი ლურჯი ფერისაა. გამჭვირვალობა შეადგენს 18 მ-ს. ტბაში არის კალმახი.[2]
პირველად პატარა რიწა გამოიკვლიეს 1913 წელს, როდესაც ტბა მოინახულა გეოლოგმა ლეონიდ კონიუშევსკიმ. 1914 წელს პატარა რიწა გამოიკვლია გეოგრაფ ევგენია მოროზოვა-პოპოვას მიერ ორგანიზებულმა ექსპედიციამ,[3] რომლის შედეგებით შესწორდა რუკაზე ტბის ადგილმდებარეობა, გატარდა სიღრმის პირველი გაზომვა და შეიქმნა ბათიმეტრიული რუკა.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 136.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.
- ↑ Ефремов Ю. К. Тропами горного Черноморья. М. : Государственное издательство географической литературы, 1963
- ↑ Ю. В. Ефремов. Голубое ожерелье Кавказа. Л., Гидрометеоиздат, 1988, 160 с.