მჭიშთა

მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

მჭიშთა, შავწყალა — კარსტული მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 16 კმ, აუზის ფართობი 169 კმ². სათავე აქვს ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 200 -ზე. ერთვის შავ ზღვას სოფელ მუგუძირხვასთან. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობაზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნებიშემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 7,71 მ³/წმ. იყენებენ შავწყლის საკალმახე მეურნეობის ტბორებისთვის.

მჭიშთა
სხვა სახელი შავწყალა, მუწის წყალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები გუდაუთის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა)
სათავე ბზიფის ქედი
43°17′54″ ჩ. გ. 40°30′39″ ა. გ. / 43.298417° ჩ. გ. 40.510833° ა. გ. / 43.298417; 40.510833
სათავის სიმაღლე 200 მ
შესართავი შავი ზღვა
43°07′55″ ჩ. გ. 40°32′03″ ა. გ. / 43.132083° ჩ. გ. 40.534333° ა. გ. / 43.132083; 40.534333
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 16 კმ
აუზის ფართობი 169 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 7,71 მ³/წმ
მჭიშთა — საქართველო
მჭიშთა
მჭიშთა
მჭიშთა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მჭიშთა
მჭიშთა
— სათავე, — შესართავი

ეტიმოლოგია

რედაქტირება

შუა საუკუნეებში მას „მუწის წყალი“ ანუ მიწის წყალი ეწოდებოდა, რადგან დიდ მანძილზე მიწის ქვეშ მოედინება. მისი აფხაზური სახელწოდება – მჭიშთა და რუსული – ჩორნაია-რეჩკა (რუს. Чёрная речка) – შავწყალას ირიბ თარგმანს წარმოადგენს.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ზ. პაპასქირი, აფხაზეთი საქართველოა: ისტორიული რაკურსი, თბილისი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, 2021. — გვ. 29, ISBN 978-9941-25-969-2.