ანჩხო
მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ანჩხო[1], ანჩხა — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის შტოქედზე — ანჩხოს ქედზე, მდინარე ბზიფის მარჯვენა შენაკადის ბავიუს სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2697 მ. აგებულია ბაიოსური პირფირიტული ტუფებით. ფერდობები შემოსილია სოჭნარ-წიფლნარით, 1800-1930 მ-ის ზემოთ სუბალპური ლიხია, ხოლო უფრო მაღლა სუბალპური და ალპური მდელოები.
ანჩხო | |
---|---|
კოორდინატები: 43°28′17″ ჩ. გ. 40°40′34″ ა. გ. / 43.47139° ჩ. გ. 40.67611° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2697 მ |
ქედი | ანჩხოს ქედი |
ამგებელი ქანები | ტუფი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 172.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 16.