ბავიუ

მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ბავიუ[1]მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოხუმის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს ბზიფის მარჯვენა შენაკადს. სათავე აქვს აფხაზეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 30,3 კმ, აუზის ფართობი 197,4 კმ². მთელ სიგრძეზე მიედინება ვიწრო ხეობაში, რომელიც ფსხუს ქვაბულში ოდნავ ფართოვდება. მარცხნიდან ერთვის მდინარე ბაული. საშუალო მრავალწლიური ხარჯი 13,4 მ³/წმ.[2]

ბავიუ
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები სოხუმის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა)
სათავე აფხაზეთის კავკასიონი
43°27′53″ ჩ. გ. 40°41′30″ ა. გ. / 43.464861° ჩ. გ. 40.691833° ა. გ. / 43.464861; 40.691833
სათავის მდებარეობა ტბა ჩხო
შესართავი ბზიფი
43°22′44″ ჩ. გ. 40°47′45″ ა. გ. / 43.37889° ჩ. გ. 40.795861° ა. გ. / 43.37889; 40.795861
სიგრძე 30,3 კმ
აუზის ფართობი 197,4 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 13,4 მ³/წმ
ბავიუ — საქართველო
ბავიუ
ბავიუ
ბავიუ — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ბავიუ
ბავიუ
— სათავე, — შესართავი
  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 30.
  2. კიკილაშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 325.