ფსხუს ქვაბული
ფსხუს ქვაბული — ეროზიულ-აკუმულაციური ბრტყელფსკერიანი ქვაბული აფხაზეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ბზიფის მარჯვენა შენაკადის ბავიუს აუზში. ფსკერი მდებარეობს ზღვის დონიდან 500 მ სიმაღლეზე. წარმოქმნილია მდინარე ბზიფის შეგუბებითა და მდინარეული ნაფენების დაგროვებით. გეგმაში დატოტვილია — აკუმულაციური ვაკე შეჭრილია შენაკადების ხეობებში. შემოზღუდულია კავკასიონის მთავარი ქედითა და მისი სამხრეთი შტოქედებით. ქვაბულში მდებარეობს სოფელი ფსხუ.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 417.