სოჭნარი
სოჭნარი — მარადმწვანე წიწვოვანი ტყე, რომელშიც გაბატონებულია სოჭი. საქართველოში სოჭნარს ქმნის კავკასიური სოჭი. მისი საუკეთესო კორომები ძირითადად გვხვდება აფხაზეთში, სვანეთში, რაჭაში, იმერეთსა და გურია-აჭარაში მთის შუა და ზედა სარტყლებში, ზღვის დონიდან 1500-1900 მეტრზე. აღმოსავლეთ საქართველოში სოჭნარი მხოლოდ დასავლეთ ნაწილშია. სოჭნარი შეიძლება იყოს წმინდა ან შერეული ნაძვთან და წიფელთან. საქართველოს სოჭნარში უფრო ხშირად ნაძვია შერეული. სუბალპურ სარტყელში, უმეტესად სამხრეთ კალთებზე, გავრცელებულია მეჩხერი, დაბალი წარმადობის სოჭნარი, მჟაველას,გვიმრისა და წივანას საფრით, შქერისა და წყავის ქვეტყით და სხვა. ჩვენში სოჭნარი დიდი წარმადობისაა. ხელუხლებელი სოჭნარის მერქნის მარაგი ჰექტარზე ზოგჯერ 2000 მ³ აღწევს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 501.