კორომი, ხევნარი — ბუნებრივი ან ხელოვნური წარმოშობის ტყის ნაკვეთი, რომელიც მოიცავს ხეებს, ბუჩქებსა და ტყის სხვადასხვა მცენარეულობას. შედგება ხეთადგმისა და ტყის სხვა კომპონენტებისაგან, აქვს მოცემული ნაკვეთისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები (წარმოშობა, ჯიშების შედგენილობა, ფორმა, სიმჭიდროვე, ასაკი, ტყის ტიპი, ბონიტეტი და სხვა), რომელთა კომპლექსით განსხვავდება ის სხვა კორომისგან.

ლიტერატურარედაქტირება