ახალი ათონი
ახალი ათონი[3] (აფხ. Афон Ҿыц) (ყოფ. ფსირცხა - გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[4].) — ქალაქი და ზღვისპირა კლიმატური კურორტი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, შავი ზღვის ნაპირას, მდინარე ფსირცხის შესართავში. ზღვის დონიდან 50 მ. გუდაუთიდან დაშორებულია 7 კმ-ით, ხოლო სოხუმიდან — 18 კმ-ით.
ქალაქი | |
---|---|
ახალი ათონი აფხ. Афон Ҿыц | |
ახალი ათონის მონასტერი | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 43°05′15″ ჩ. გ. 40°48′50″ ა. გ. / 43.08750° ჩ. გ. 40.81389° ა. გ. |
დაარსდა | III საუკუნე |
პირველი ხსენება | 1875 |
ამჟამინდელი სტატუსი | 1987 |
ოფიციალური ენა | აფხაზური ენა და რუსული ენა |
მოსახლეობა | 4300 კაცი (1989) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | +995 444[1] |
საფოსტო ინდექსი | 6900[2] |
საავტომობილო კოდი | ABH |
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
სახელწოდება
რედაქტირებასახელი მომდინარეობს ახალი ათონის მონასტრის სახელწოდებიდან. VI საუკუნის ბიზანტიელი ავტორების ცნობით ადრე მის ადგილზე ქალაქი ტრაქეა მდებარეობდა. მისი ეს სახელწოდება ძველი ქართული „უღაღის“ (გაუვალი ადგილის) ბერძნული თარგმანია. შუა საუკუნეებში მას ანაკოფია ეწოდებოდა. ამ სახელით „ქართლის ცხოვრებაში“ იგი VIII საუკუნის ამბებთან დაკავშირებით მოიხსენიება. 1875 წელს ათონის მთის ძირას, ძველი ანაკოფიის ადგილას დაარსდა ახალი ათონის მონასტერი (აქედან წარმოსდგება ქალაქის სახელი). XIX საუკუნიდან მას ფსირცხა ეწოდება, თუმცა ზოგიერთ რუკაზე კვლავ შემონახულია მისი სახელწოდება ანაკოფია.
ისტორია
რედაქტირება1938 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით კურორტი ფსირცხა გამოეყო ფსრიცხის სასოფლო საბჭოს, გარდაიქმნა დაბად და შეიქმნა ფსირცხის სადაბო საბჭო[5].
1948 წელს ფსირცხას ახალი ათონი ეწოდა. 1952 წელს შეიქმნა ახალი ათონის რაიონი, რომელიც მომდევნო წელს კვლავ გუდაუთის რაიონს შეუერთდა. ქალაქად გამოცხადდა 1987 წელს. მოსახლეობა 4,3 ათასი (1989 წ.).
ივერიის მთის თავზე შემორჩენილია ანტიკური ტაძრისა და ძველი ციხესიმაგრის ნანგრევები. ამავე მთის ძირას არის ახალი ათონის მღვიმე, რომლებიც მასობრივი ტურიზმის ობიექტია. აქ არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 281.
- ცხადაია პ., ხორავა ბ., აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბ., 2016
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №266 (364), 21 ნოემბერი, 1938