მთავარი მენიუს გახსნა

სოხუმი

ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი

სოხუმი (აფხ. Аҟəа [აყჿა]), ცხუმი (ადრინდელი ქართული სახელწოდება, მისი მართებული ფორმა)[1] — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი და სოხუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1848 წელს. მოსახლეობა 120 ათასი (1991 წ.). სოხუმი კონფლიქტამდე საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო, სატრანსპორტო (საზღვაო პორტი, რკინიგზის სადგური, აეროპორტი), კულტურული და საკურორტო-ტურისტული ცენტრი იყო.

ქალაქი
სოხუმი
აფხ. Аҟəа
Sokhumi Collage.jpg
გერბი
Flag of Georgia.svg

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი სოხუმის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 43°00′12″ ჩ. გ. 41°00′55″ ა. გ. / 43.00333° ჩ. გ. 41.01528° ა. გ. / 43.00333; 41.01528
ადრეული სახელები სებასტოპოლისი, დიოსკურია,
ცხუმი, სუხუმ-ყალე
ამჟამინდელი სტატუსი 1848
ფართობი 27 კმ²
ცენტრის სიმაღლე 20 მეტრი
მოსახლეობა 64441 კაცი (2015)
სიმჭიდროვე 2386 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3 და მოსკოვის დრო
სატელეფონო კოდი +7 840 22x-xx-xx
საფოსტო ინდექსი 384900
საავტომობილო კოდი ABH
ოფიციალური საიტი http://www.sukhum.ru
სოხუმი — საქართველო
სოხუმი
სოხუმი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
სოხუმი

1992-1993 წლის აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ ქალაქმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა. 1993 წლის 27 სექტემბერს, აფხაზმა სეპარატისტებმა, ადგილობრივი სომეხი და ჩრდილო-კავკასიელი მოხალისეებისა და რუსული ჯარის დახმარებით შტურმით აიღეს სოხუმი. თითქმის ერთი წლის მანძილზე განუწყვეტელი დაბომბვებისა და შეტევების შედეგად ქალაქი ძლიერ დაზიანდა, მთლიანად განადგურდა ინფრასტრუქტურა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, ბრძოლების შედეგად ქალაქში განადგურდა 10 000-ზე მეტი შენობა.

სოხუმი გაშენებულია უმთავრესად მდინარეების გუმისთისა და კელასურის ქვემო დინებათა შორის მოქცეულ დაბლობ-ვაკეზე, მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი — მდინარეებს ბესლეთსა და კელასურს შორის მდებარე ვიწრო სანაპირო დაბლობ-ვაკეზე. ქალაქის დასახლება ვრცელდება გორაკ-ბორცვებზე, რომლებიც ზღვისპირა ვაკეს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება. სოხუმის ფართობია 27 კმ².

სახელწოდებარედაქტირება

ქალაქი ძველბერძნულ წყაროებში მოხსენიებულია „დიოსკურიას“ (ბერძ. Διοσκουριάς) სახელით, რომელსაც უკავშირებენ არგონავტთა ლაშქრობის მონაწილე ტყუპი ძმების — კასტორისა და პოლიდევკეს (დიოსკურების) სახელს. არის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც „დიოსკურია“ ადგილობრივი — კოლხური (ლაზ-მეგრული) წარმოშობის სახელია — „დიო-/დია-“ — დედა, ქალღმერთი, „-სკური“ — წყალი, მდინარე, ანუ „წყლის დედა/მდინარის ქალღმერთი“. ძველ ქართულ წყაროებში ქალაქი ნახსენებია როგორც „ცხუმი/ცხომი“, რაც ეტიმოლოგიურად მომდინარეობს სავარაუდოდ რცხილას (სვან. „ცხჳიმრა“, „ცხჳიმ“; კოლხ. „ცხიმური“) ან თევზის (კოლხ. „ჩხომი“) სახელებიდან. ქართული „ცხუმი-დან“ მიღებულია მისი თურქიზებული ფორმა „სუხუმ“ (თურქ. Suhum), რამაც შემგდომში ფართო გავრცელება ჰპოვა სხვადასხვა ენებში, მათ შორის თავად ქართულში. ქალაქს ამჟამად აფხაზურად ეწოდება „აყჳა“ (აფხ. Аҟəа), რაც გვიანდელი მოვლენაა და მომდინარეობს ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლებულ აფხაზურ-ადიღეურ ტომთა ციხე-ქალაქის სახელწოდებიდან. დასახლება მსგავსი სახელწოდებით (ლათ. Acua) დატანილია XVII–XVIII საუკუნეების ევროპულ რუკებზე მდინარე ყუბანის შუა წელის უბანში (ჯაკომო გასტალდი, ნიკოლას ვისხერი, გერჰარდ მერკატორი, რობერტ გრინი, ჰენდრიკ ჰონდიუსი და სხვ.).

ძველ და მერმინდელ დასავლეთ ევროპულ წყაროებში ქალაქი მოხსენიებულია სხვადასხვა სახელებით: სებასტოპოლი, სავასტოპოლი, სავატოპოლი, სანატოპოლი, ფავასტა, პორტო მეგრელო, ისგაური და სხვა, როგორც ქალაქი და ნავსადგური კოლხეთში, ხოლო შემდგომ სამეგრელოს ქვეყანაში, საქართველოში. XVIII საუკუნის ფრანგულ გეოგრაფიულ გამოცემებში კი სოხუმი სამეგრელოს დედაქალაქადაა აღნიშნული (ჟან ბაპტის ლუი კლუე, ნიკოლ დელაკრუა და სხვ.).

ისტორიარედაქტირება

სოხუმის მიდამოები დასახლებულია ძველი ქვის ხანიდან. გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი პუნქტია. სამოსახლოების უმრავლესობა წარმოადგენს გორაკ-ბორცვებზე განლაგებულ წრიულ ნაგებობებს. აფხაზეთის არქეოლოგიურ მასალაში ინახება ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ჭურჭლის, იარაღის და საყოფაცხოვრებო ნივთების დიდი რაოდენობა.

ლეგენდის თანახმად სოხუმი დაარსეს ძმებმა კასტორმა და პოლუქსმა, რომლებსაც ძველ სამყაროში უწოდებდნენ დიოსკურებს. აპოლონოს როდოსელის "არგონავტიკის" მიხედვით ისინი თან ახლდნენ იასონს კოლხეთში მოგზაურობისას. ოფიციალურად ძვ. წ. VI საუკუნეში მილეთელმა ბერძენმა ვაჭრებმა აქ სავაჭრო ფაქტორია დიოსკურია დააარსეს. ძველი დიოსკურიის ნანგრევები ამჟამად მოქცეულია წყალქვეშ, სოხუმის ყურეში. დიოსკურია იმართებოდა დიდვაჭარი ოლიგარქების მიერ. აღმოჩენილია ამ პერიოდის რამდენიმე განძი, რაც მიუთითებს დასახლების მაღალ ეკონომიკურ და მატერიუალურ განვითარებას. ელინისტური პერიოდის შემდეგ ქალაქი დროებით დაკნინდა. მისი შემდგომი აღმავლობა უკავშირდება პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორს, რომელმაც კოლხეთს დაპყრობის შემდეგ პროვინციულ ცენტრად დიოსკურია არჩა. სადაც მან ააგო რეზიდენცია და ჭრიდა მონეტებს. რომაელებთან დამარცხებული მითრიდატე ძვ.წ. 65-64 წწ ში სწორედ დიოსკურიაში იმყოფებოდა. დიოსკურია საბოლოოდ გაანადგურა მითრიდატეს შვილმა მახარემ, რომელიც ძვ.წ. 47 წელს თავს დაესხა კოლხეთს, ბრძლაში დაამარცხა და მოკლა კოლხეთს მეფე არისტარქე და აფხაზეთის მხრიდან შემოჭრილმა ყველა დასახლება გაანადგურა რაც სანაპიროზე შეხვდა ქალაქ სურიუმამდე (ვანი).

ძვ. წ. I საუკუნეში რომაელებმა კოლხეთს სანაპირო დაიპყრეს, მათ დიოსკურიის ადგილას 75 წელს ააგეს ციხე-ქალაქი და მას სებასტოპოლისი უწოდეს. აქ იდგა რომაელთა ერთი კოჰორტა, რომელიც შედიოდა რომის XIII ლეგიონის შემადგენლობაში. სებასტოპოლისი ძველი დიოსკურიის მესამე აღმავლობა იყო. ფლავიუს არიანეს მოგზაურობისას იგი აღწერილია როგორც კარგად გამაგრებული ქალაქი სადაც გაცხოველებული ვაჭრობა მიმდინარეობს და მეზობელი ტომებისთვის სასიცოცხლო ეკონომიკურ ზონას წარმოადგენს. შავი ზღვისპირეთში გუთების შემოსევების პერიდში (138-224 წწ) სებასტოპოლისს ორჯერ დაეხნენ თავს ზღვვიდან 138 და 140 წელს.პირველად რომაელებმა შეძლეს მათ მოგრიებამ თუმცა მეორე შემოსევისას გუთებმა გარნიზონი ამოწყვიტეს და ქალაქი გაძარცვეს, რომის დასუსტების შემდეგ დაახლ. IV ს დან ქალაქი გახდა აფშილეთის სამთავროს მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი.

VI საუკუნის დასაწყისში სოხუმი ბიზანტიის იმპერიამ დაიქვემდებარა. ბიზანტიელებმა ისარგებლეს ლაზების და აფშლების კონფლიქტით და აქ გარნიზონი ჩააყენეს. ეგრისის დიდი ომის,მიმდინარეობისას ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I - მა გაიყვანა ჯარები სოხუმიდან და დაარღვია მისი სიმაგრე. 565 წელს კი მანვე აღადგინა ქალაქი და ციხესიმაგრე. სოხუმი კვლავ დაწინაურდა. VIII საუკუნის ბოლომდე სოხუმი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ბიზანტიელთა ერთ-ერთი საყრდენი პუნქტი იყო. 736 წელს ქალაქი დაარბია არაბთა ლაშქარმა მარვან იბნ მუჰამადის (მურვან ყრუ) სარდლობით. ლეონ I მა მისი მმართველობის პერიოდში აფშლეთი შეუერთა აბაზგიას და ჩამოაყალიბა აფხაზთა სამთავრო. VIII საუკუნის ბოლოდან კი ლეონ III-მ შექმნა აფხაზთა სამეფო, ხოლო ქალაქი სოხუმი ცხუმის სამთავროს ცენტრი გახდა. ცხუმის სამთავროს არსებობის პერიოდში ქალაქი იქცა მნიშვნელოვან სავაჭრო ეკონომიკურ ზონად. საქართველოს სამეფოს არსებობის პერიოდში ბაგრატიონებმა დიდი ყურადღება გამოოიჩინეს ქალაქის მიმართ. აქ მათ ააგეს საკათედრო რეზიდენცია, საზაფხულო სასახლე და სოხუმის ყველაზე მძლავრი ციხე ბაგრატის ციხე, რომელიც 999 წელს ააგო ბაგრატ III-მ. 1359 წელს ცხუმის სამთავრო ხელში ჩაიგდეს დადიანებმა. ამ პერიოდიდან 1645 წლამდე სოხუმი სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს საპორტო ქალაქს წარმოადგენდა.

1339 - 1478 წწ- ში ცხუმში მდებარეობდა გენუელთა სავაჭრო ფაქტორია სებასტოპოლი, რომელმაც დიდი რომლი ითამაშა საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში. ფაქტორიას მართავდნენ გენუის დოჟის მიერ დანიშნული კონსულები. 1450-1455 წწ-ში ფაქტორიის კონსული იყო ცნობილი მეზღვაური ჯოვანი დორია.

1451 წელს ოსმალური ფლოტი ზღვიდან დაესხა თავს ქალაქს, აქ მათ მოუწიათ არამარტო ადგილობრივებთან არამედ იტალიური ფაქტორიის დამცველ კონდოტიერებთან შეტაკება, ოსმალებმა ქალაქის შენარჩნება ხოლოდ ერთი წლით შეძლეს.

XVII ს ის 40-იანი წლებიდან XVIII ს ის ბოლომდე ქალაქი გადადიოდა ოდიშის, აფხააზების და ოსმალების ხელში. საუკუნეების მანძლზე იგი ოდიშისა და აფხაზეთის სამთავროს დაპირისპირების მთავარ მიზეზად იქცა.

დასავლეთ საქართველოში არსებული ქაოსით ისარგებლეს ოსმალებმა და 1578 წელს ისევ აიღეს სოხუმი. ლამაზი მდებარეობის გამო ოსმალები სოხუმს „მეორე სტამბოლს“ ეძახდნენ. სოხუმი აფხაზეთში ოსმალთა ბატონობის დასაყრდენი გახდა. 1724 წელს ოსმალებმა აქ არსებული ციხესიმაგრე კიდევ უფრო გაამაგრეს და სუხუმ-კალე (სოხუმის ციხე) უწოდეს. 1725 და 1728 წლებში ადგილი ჰქონდა ანტიოსმალურ აჯანყებებს, მაგრამ ქალაქი ოსმალთა ხელში რჩებოდა. 1771 წელს აჯანყების შემდეგ ქალაქი განთავისუფლდა, მაგრამ მცირე ხნით. ოსმალებმა იგი კვლავ დაიკავეს. XVIII საუკუნის ბოლოს სოხუმი აფხაზეთის მთავრის რეზიდენციაა. ოსმალთა ბატონობის ხანაში ქალაქი დაქვეითდა. იგი ტყვეებით ვაჭრობის ერთ-ერთი პუნქტი გახდა. შარვაშიძეებმა ვერ შესძლეს ქალაქისთვის ძველი მნიშვნელობის დაბრუნება.

1810 წელს სოხუმი და აფხაზეთის სამთავრო რუსეთის ქვეშევრდომი გახდა. XIX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო სოხუმის აღორძინება. 1832 წელს გაიხსნა საბაჟო, 1846 წელს ნავსადგურად გამოცხადდა, 1847 წლიდან კი ქალაქის სტატუსი მიიღო. ყირიმის ომის დროს, 1855 წლის ოქტომბერში, აფხაზეთის სამთავრო და სოხუმი დაიკავეს ოსმალებმა. 1856 წლის 27 მაისს ოსმალები გავიდნენ სოხუმიდან. 1892 წელს სოხუმმა საქალაქო თვითმმართველობის უფლება მიიღო. [2] შემდგომში ქალაქი ძალიან დიდ განვითარებას გადის. 1918-21 წწ-ში იგი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მნიშვნე,ოვანი საპორტო ქალაქი. კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ სოხუმში აიგო უამრავი ახალი შენობა ნაგებობა, სანატორიუმები, სასტუმროები, მოეწყო სანაპირო ზოლი და გადიდდა პორტი. 1989 წლისათვის სოხუმი იყო საბჭოთა კავშირის ერთ ერთ ყველაზე მდიდარი ქალაქი. ტურისტული პოტენციალით იგი უსწრებდა ყველა ქალაქს საბჭოთა რესპუბლიკებში.

აფხაზეთის ომის პერიოდში სოხუმი ყველაზე ცხელი წერტილი იყო. მასზე გადიოდა გუმისთის ფრონტი, რომელსაც იცავდა 23-ე ბრიგადა. ქალაქმა ამ პერიოდში უამრავი თავდასხმა გადაიტანა. ომი სწორედ სოხუმის დაცემით დასრუდა. რომელიც ქართული ეთნოსის უძლიერესი ცენტრი იყო აფხაზეთში. ომის შედეგად ქალაქი ძლიერ დაზარალდა. დაინგრა შენობა-ნაგებობების საკმაო ნაწილი. ომის შემდგომმა ეკონომიკურმა და დემოგრაფიულმა კოლაფსმა გაანადგურა ქალაქის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პოტენციალი. მოსახლეობის 65%-მა დატოვა ქალაქი და საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

1993 წლის 27 სექტემბრიდან ქალაქს აკონტროლებენ აფხაზი სეპარატისტები. საქართველოს პარლამენტის მიერ 2008 წელს მიღებული კანონის თანახმად, ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

დემოგრაფიარედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1864[3] 304
1876[4]   1 161
1893[5]   2 523
1910[6]   25001 14207 10794
1915[7]   40 000
2011   62 914
2015   64 441

ცნობილი სოხუმელებირედაქტირება

ღირსშესანიშნაობებირედაქტირება

გალერეარედაქტირება

სოხუმის ისტორიული რუკებირედაქტირება

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება