სოხუმის სტელა
სოხუმის სტელა — აღმოჩენილია საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბესლეთის მახლობლად.
აღწერა
რედაქტირებასოხუმის სტელა წარმოადგენს საფლავის ქვას, იგი მარმარილოსგან არის დამზადებული და აღმოჩენილია 1953 წელს მდ. ბესლეთისა და შავი ზღვის შესართავთან, ამჟამად ზღვით დაფარული უძველესი ქალაქის ნაწილში. სტელა (სიმაღლე 157 სმ; სიგანე 92 სმ) ოთკუთხაა, სამფიგურიანი. მიცვალებული გამოხატულია სავარძელში მჯდომარე პოზაში. მარჯვენა ხელი მოხვეული აქვს ტიტველ ყმაწვილზე, რომელიც მის მუხლებთანაა დაჩოქილი. უკანა ფონზე გამოსახულია ანტიკურ პეპლოსში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მარცხენა ხელში უჭირავს პატარა ყუთი, სავარაუდოდ, მიცვალებულისთვის ჩასატანებელი სამკაულით. სავარაუდოდ ეს არის მიცვალებულთან გამოთხოვების სცენა. მთელი კომპოზიცია, დეკორი, დამზადების ტექნიკა ტიპურია ადრეანტიკური ხანის ხელოვნებისთვის და დათარიღებულია ძვ.წ. 430-420 წლებით. სტელის მთელი კომპოზიცია ანტიკური გავლენითაა შექმნილი, აშკარაა, რომ სტელა დამზადებულია ბერძენისთვის და განთავსებული იყო მის საფლავზე, რაც სოხუმში ბერძენ მოახალშენეთა მნიშვნელოვანი კასტის არსებობას ადასტურებს.
ამჟამინდელი მდგომარეობა
რედაქტირებასოხუმის სტელას შესახებ ინფორმაცია არ მოგვეპოვება, რადგან ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესწავლა შეუძლებელია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იგი ინახება ქალაქ სოხუმის მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში, თბ., 2015