სტელა, ქვასვეტი (ლათ. stela; <ბერძ. stēlē — ბოძი, სვეტი) — ვერტიკალურად მდგარი ქვის სვეტი, რომელზედაც არის წარწერა ან რელიეფური გამოსახულება. ძველად, კერძოდ ანტიკურ საბერძნეთში, იყენებდნენ საფლავის ქვად, სამიჯნე ნიშნად, რაიმე განსაკუთრებული შემთხვევის უკვდავსაყოფად. ფართოდ გავრცელდა შუა საუკუნეების საქართველოში (ბურდაძორის, კატაულის და სხვ. სტელები). თანამედროვე ხელოვნებაში გამოიყენება საფლავის ქვად, ასევე სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე ძეგლად.

სტელა კოპანიდან, რომელზეც გამოსახულია მეფე კაა იპია

საქართველოში ცნობილია VI საუკუნით დათარიღებული სტელა, რომელიც აღმოჩენილია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დავათში. მასზე გასახულია ასომთავრული ანბანის 37 ასო.[1]

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. სტელები სოფელი დავათიდან, „ძეგლის მეგობარი“, №. 68, გვ. 43-48, თბ., 1984 წელი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სტელა&oldid=4112409“-დან