რელიეფი (სკულპტურა)
რელიეფი — სკულპტურული გამოსახულება სიბრტყეზე. რელიეფის დამახასიათებელი გამომსახველობითი საშუალებები — კომპოზიციის გაშლა სიბტყეზე, პერსპექტიული აგებისა და მოცულობების სიმგვრლის ილუზიის შექმნის შესაძლებლობა, ფორმირების ნატიფი მოდელირება — შესაძლებელს ხდის რელიეფში აისახოს მრავალფიგურიანი სცენები, აგრეთვე აქიტექტუტული და პეიზაჟური მოტივები. რელიეფი ხშირად ჩართულია კედლის, კამარის, სკულპტურული ძეგლისა და სხვა კომპოზიციებში; იგი, შესაძლებელია, დამოუკიდებელი დაზგური ნაწარმოებიც იყოს.
განარჩევენ ჩაღრმავებულ და ამობურცულ რელიეფს. ჩაღრმავებული რელიეფი (ე.წ. კოილანოგლიფი) გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტურ არქიტექტურაში, აგრეთვე ძველი აღმოსავლეთის და ანტიკურ გლიპტიკაში. ამობურცულ რელიეფში განარჩევენ ბარელიეფსა და ჰორელიეფს, რომელიც უფრო მეტად არის გავრცელებული; იგი ცნობილი იყო პალეოლითის ეპოქაში, მოგვიანებით — ძველ ეგვიპტურ, ასურეთის, ინდოეთის, ჩინეთის, განსაკუთრებით ანტიკურ ხელოვნებაში, რენესანსის ეპოქაში, აგრეთვე მოგვიანო ხანის ქანდაკებაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 351.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Heilbrunn Timeline of Art History, "American Relief Sculpture", Metropolitan Museum of Art, New York.
- Melissa Hardiman, "Bas-Relief Pathfinder" დაარქივებული 2008-09-19 საიტზე Wayback Machine.