ბრდაზორი

(გადამისამართდა გვერდიდან ბურდაძორი)

ბრდაზორი (2014 წლამდე — ბურდაძორი[2]) — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხოჯორნის თემში.[1] მდებარეობს ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბურდაძორზე (დებედის აუზი). ზღვის დონიდან 760 მ სიმაღლეზე. ქალაქ მარნეულიდან დაშორებულია 45 კილომეტრით, სადახლოდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 6 კილომეტრით.

სოფელი
ბრდაზორი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი მარნეულის მუნიციპალიტეტი
თემი ხოჯორნი
კოორდინატები 41°12′35″ ჩ. გ. 44°43′44″ ა. გ. / 41.20972° ჩ. გ. 44.72889° ა. გ. / 41.20972; 44.72889
ცენტრის სიმაღლე 760
მოსახლეობა 38[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 97 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბრდაზორი — საქართველო
ბრდაზორი
ბრდაზორი — ქვემო ქართლი
ბრდაზორი
ბრდაზორი — მარნეულის მუნიციპალიტეტი
ბრდაზორი

ბურდაძორში ნაპოვნია V-VI სს. ქვის სტელა, რომელზედაც წმინდანთა ცხოვრების ამსახველი რელიეფური სიუჟეტები, რელიეფური ორნამენტი და ჯვარია გამოსახული.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 38 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 58 25 33
2014[1]   38 19 19

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ბრდაზორი დაარქივებული 2024-01-10 საიტზე Wayback Machine. , ენციკლოპედია „საქართველო“ (ელ. ვერსია).
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II