ქვემო ქართლის მხარე

მხარე საქართველოში
ეს სტატია ადმინისტრაციულ რეგიონს ეხება. ისტორიული მხარის შესახებ იხილეთ ქვემო ქართლი.

ქვემო ქართლის მხარე — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების ქვემო ქართლის და თრიალეთის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-KK. ქვემო ქართლის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

ადმინისტრაციული ერთეული
ქვემო ქართლის მხარე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ადმ. ცენტრი რუსთავი
შიდა დაყოფა რუსთავი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, დმანისის მუნიციპალიტეტი, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი, მარნეულის მუნიციპალიტეტი და წალკის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°31′00″ ჩ. გ. 44°31′00″ ა. გ. / 41.51667° ჩ. გ. 44.51667° ა. გ. / 41.51667; 44.51667
სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი[1]
დაარსდა 1995
ფართობი 6527.6 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 423 986 (2014)[2] კაცი
სიმჭიდროვე 64,9 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 51,3 %
აზერბაიჯანელები 41,8 %
სომხები 5,1 %
რუსები 0,6 %
ბერძნები 0,5 %
ოსები 0,2 %[3]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 51,35 %
მუსლიმები 42,98 %
გრიგორიანები 3,28 %[4]
სასაათო სარტყელი UTC+4
ოფიციალური საიტი https://kvemokartli.gov.ge

ქვემო ქართლის უმეტესი ნაწილი თბილისიდან სამხრეთით მდებარეობს. მისი საზღვრები ძირითადად ემთხვევა ისტორიული პროვინციის საზღვრებს, თუმცა აერთიანებს გარეკახეთის ნაწილსაც (კუხეთი და გარდაბანი). ჩრდილოეთი და დასავლეთი საზღვრები მიუყვება თრიალეთისა და სამსრის ქედებს. სამხრეთიდან ესაზღვრება აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები.

ზოგადი ცნობები

რედაქტირება

ქვემო ქართლი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური მხარეა. მას თბილისის შემდეგ, მეორე ადგილი უკავია სამრეწველო პროდუქციის წარმოების მხრივ.

მხარის ფართობი შეადგენს 6528 კვ.კმ-ს, რაც საქართველოს საერთო ფართობის 10 %-ია. საქართველოს მხარეებს შორის ქვემო ქართლს ფართობით მე-4 ადგილი უკავია, ხოლო მოსახლეობით მე-3. მოსახლეობა — 424 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე — 65 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი რუსთავი. მხარეში 353 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

მოსახლეობა

რედაქტირება

ქვემო ქართლის მოსახლეობა 423 986 ადამიანია, რაც საქართველოს მოსახლეობის 11,42 %-ია. მოსახლეობის 51,25 % ეთნიკურად ქართველია, 41,75 % აზერბაიჯანელი, 5,07 % - სომეხი, ხოლო 1,93 % - აფხაზი, ოსი, რუსი, ბერძენი, უკრაინელი და ქურთი. ამასთან, რუსთავში, თეთრიწყაროს, გარდაბნისა და წალკის მუნიციპალიტეტებში ჭარბობენ ეთნიკურად ქართველები, ხოლო მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში - აზერბაიჯანელები.

მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[5] 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2016' 2017' 2018'
ქვემო ქართლი 497 530 423 986 428 000 429 700 432 300
ქ. რუსთავი 116 384 125 103 126 100 126 800 127 800
ბოლნისის 74 301 53 590 54 700 54 900 55 300
გარდაბნის 114 348 81 876 81 600 81 300 81 300
დმანისის 28 034 19 141 19 800 20 000 20 200
თეთრიწყაროს 25 354 21 127 21 600 21 700 21 900
მარნეულის 118 221 104 300 105 200 105 800 106 500
წალკის 20 888 18 849 19 100 19 200 19 300

მმართველობა

რედაქტირება
რუკა მუნიციპალიტეტები
 
ქალაქი რუსთავი
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
დმანისის მუნიციპალიტეტი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მარნეულის მუნიციპალიტეტი
წალკის მუნიციპალიტეტი

მხარეში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელია სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე 1994 წლის ოქტომბრიდან დღემდე მუშაობდნენ:

ეკონომიკა

რედაქტირება

მხარეს თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო კარგი სატრანსპორტო კავშირები აქვს. აქ გადის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებთან დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები. მთავარი სამრეწველო ქალაქებია რუსთავი და მარნეული. მხარე საქართველოს საერთო საწარმოო მოცულობის 15-20 %–ს იძლევა.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 7 ახალი გუბერნატორიდან ყველა კაცია
  2. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  3. georgia-ethnic-2014
  4. georgia-religion2014
  5. Georgia division