შაუმიანი (დაბა)
შაუმიანი (1932 წლამდე შულავერი) — დაბა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაბო საკრებულოს ცენტრი (სოფლები: ახყულა, ყუდრო, ხიხანი). მდებარეობს რკინიგზის სადგურ შულავერიდან 7 კილომეტრის დაშორებით (თბილისი-გიუმრის ხაზი). ვრცელდება მდინარე შულავრის (ხრამის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. სახელი ეწოდა სტეფანე შაუმიანის პატივსაცემად. დაბის სტატუსი მიიღო 1932 წელს.
დაბა | |
---|---|
შაუმიანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
თემი | შაუმიანი |
კოორდინატები | 41°21′04″ ჩ. გ. 44°45′39″ ა. გ. / 41.35111° ჩ. გ. 44.76083° ა. გ. |
ადრეული სახელები | შულავერი |
მოსახლეობა | 3107[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
სომხები 88 % ქართველები 11 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3107 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989[2] | 5695 | -- | -- |
2002[2] | 3630 | -- | -- |
2014[1] | 3107 | 1542 | 1565 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 694.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 16 აგვისტო 2016.