შულავერი
შულავერი — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ხრამის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 38 კმ, აუზის ფართობი 177 კმ². საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარში, წყალმოვარდნები – ზაფხულში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,44 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად.
შულავერი | |
---|---|
ქვეყანა |
![]() |
სიგრძე | 38 კმ |
აუზის ფართობი | 177 კმ² |
ლიტერატურარედაქტირება
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 55.