ლოქის ქედი
ლოქის ქედი[1][2], სომხითის ქედი (სომხ. Վիրահայոց լեռներ) — საშუალო სიმაღლის განედური ქედი საქართველოსა და სომხეთში, რომლის ჩრდილო-დასავლეთი კალთა ქვემო ქართლის მხარის ფარგლებშია, დანარჩენი — სომხეთის ლორეს პროვინციის ტერიტორიაზე. მდებარეობს მცირე კავკასიონის მთათა სისტემაში, მდინარეების მაშავერისა და დებედის წყალგამყოფია. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით, რომლებიც დაფარულია ცარცული და პალეოგენური ასაკის ვულკანოგენური წყებებით. უმაღლესი მწვერვალია ლალვარი (2545 მ, სომხეთი). ახასიათებს საშუალო მთიანი რელიეფი სტრუქტურული, ეროზიული და დენუდაციური ფორმებით. კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, რომლის ქვედა ნაწილში ჭარბობს რცხილა და მუხა, ზედაში — წიფელი. გვხვდება აგრეთვე ფიჭვის მცირე კორომები. ქედის ყველაზე მაღალ ნაწილში სუბალპური მდელოებია.
ლოქის ქედი | |
---|---|
ლოქის ქედი | |
კოორდინატები: 41°09′07″ ჩ. გ. 44°34′47″ ა. გ. / 41.15194° ჩ. გ. 44.57972° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო სომხეთი |
ტერიტორიული ერთეული | ქვემო ქართლის მხარე ლორეს პროვინცია |
უმაღლესი წერტილი | ლალვარი |
სიმაღლე | 2545 მ |
ამგებელი ქანები | გრანიტოიდი |
ლიტერატურა
რედაქტირება- დევდარიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 298.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 63.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 106.