მაშავერა
მაშავერა — მდინარე საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2125 მ სიმაღლეზე. ერთვის მდინარე ხრამს მარჯვნიდან სოფელ ნახიდურთან.[1] სიგრძე 66 კმ, აუზის ფართობი 1390 კმ². აქვს ღრმა, კანიონისებური ხეობა.[2]
მაშავერა | |
---|---|
მდინარე მაშავერა | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ქვემო ქართლის მხარე |
ქალაქები | დმანისი, ბოლნისი |
მარჯვენა შენაკადები | ბოლნისისწყალი |
მარცხენა შენაკადები | გეტისწყალი |
სათავე |
ჯავახეთის ქედი 41°18′42″ ჩ. გ. 44°08′43″ ა. გ. / 41.31167° ჩ. გ. 44.14528° ა. გ. |
სათავის მდებარეობა | დმანისის მუნიციპალიტეტი |
სათავის სიმაღლე | 2125 მ |
შესართავი |
ხრამი 41°26′40″ ჩ. გ. 44°42′54″ ა. გ. / 41.44444° ჩ. გ. 44.71500° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
სიგრძე | 66 კმ |
აუზის ფართობი | 1390 კმ² |
მდინარის სისტემა | ხრამი → მტკვარი → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 7,78 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
მაშავერა ვიკისაწყობში |
მაშავერის და მისი შენაკადების ხეობების ცალკეული მონაკვეთები კანიონისებური მორფოლოგიის მატარებელია, ზოგან კი ხეობების ძირი საკმაოდ განიერია და დაბალი აკუმულაციური ტერასების განვითარებით გამოირჩევა. მაშავერისთვის დამახასიათებელია ნაპირების ეროზიული გარეცვხა, რომელიც განსაკუთრებით სეზონური წყალდიდობების დროს აქტიურდება. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით.[1]
წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში. ზაფხულ-შემოდგომაზე ზოგჯერ — წყალმოვარდნა. ზამთრობით მაშავერაზე აღინიშნება ყინულნაპირისი და თოში. მარჯვნიდან ერთვის მდინარე ბოლნისისწყალი.
გაზაფხულზე ჩამოედინება წლიური ჩამონადენის 40 %, ზაფხულში — 30,8 %, შემოდგომაზე — 16,8 % და ზამთარში — 12,4 %. საშუალო წლიური ხარჯი 7,78 მ³/წმ. მაშავერის საერთო ვარდნა უდრის 968 მ-ს, საშუალო ქანობი 14,7 ‰.[2]
მდინარე გამოიყენება ირიგაციული დანიშნულებით. მაშავერაზე ფუნქციონირებს 5 სარწყავი სისტემა, რომელიც რწყავს ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების 7440 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულს.[2]
მდინარე მაშავერის ორივე ნაპირზე გაშენებულია ქალაქი დმანისი, ხოლო შუა დინებაშია ქალაქი ბოლნისი.
ციტატა
რედაქტირება„მა, შავერიე ქციას და აწ მაშავრად წოდებული; არამედ გამოსდის კეჩუთის მთასა და მიდის აღმოსავლით, და მიერთვის ქციას ნახიდურის ბოლოს“
| |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ილია აფხაზავა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 507-508.
- ↑ 2.0 2.1 2.2 დმანისის მუნიციპალიტეტის საბაზისო კვლევა [მკვდარი ბმული]
- ↑ აღწერა სამეფოსა საქართველოსა გვ. 314 — თბილისი, 1973