მთავარი მენიუს გახსნა

დებედა, ბერდუჯი, საგიმიმდინარე სომხეთსა და საქართველოს შორის, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სათავეს იღებს დსეღიდან (ზღვის დონიდან 891 მ), მდინარეების — ფამბაკისა და ძორაგეტის გაერთიანების შედეგად. საქართველოს ტერიტორიაზე სოფელ სადახლოს მიდამოებში გამოდის და ერთვის მდინარე ხრამს მარჯვნიდან. სიგრძე 178 კმ, აუზის ფართობი 4,1 ათ. კმ². წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარსა და შემოდგომაზე.

დებედა
Debeda.jpg
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
საქართველოს დროშა საქართველო
სათავე ჯავახეთის ქედი
40°57′26″ ჩ. გ. 44°37′57″ ა. გ. / 40.95722° ჩ. გ. 44.63250° ა. გ. / 40.95722; 44.63250
შესართავი ხრამი
41°22′33″ ჩ. გ. 44°57′56″ ა. გ. / 41.37583° ჩ. გ. 44.96556° ა. გ. / 41.37583; 44.96556
სიგრძე 178 კმ
აუზის ფართობი 4,1 კმ²
დებედა (კავკასია)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg
link=commons:Category:{{{Commons}}} დებედა ვიკისაწყობში

საშუალო წლიური ხარჯი სოფელ სადახლოსთან 29,7 მ³ წმ. იყენებენ სარწყავად.

ისტორიული წყაროებირედაქტირება

ვახუშტი ბატონიშვილი მდინარე დებედას ასე აღწერს:

 
„ხოლო აწ, ვინათგან საზღვარი ქართლისა ბერდუჯის მდინარე არს, ვიყოთ მუნითგან წერად: რამეთუ მდინარე ესე ბერდუჯი გამოსდის მთასა აბოცისასა და დის აღმოსავლით ჭოჭკანამდე, მერმე მოიქცევის და დის ჩრდილოთ კერძ, და მიერთვის ქციის მდინარეს, (არამედ სახელითა იწოდების სამითა: პირველი ბერდუჯი, მეორე — საგიმი, მესამე — დებედა. ხოლო ბერდუჯი დაბისაგან ბერდიკისა ეწოდა, არამედ საგიმს ვგონებ ინჯას ანუ აღისტევს). არს ესე მდინარე სარგებლიანი მუნ, სადაცა იწყებს დინებასა ჩრდილოთ კერძ, თევზთა სიმრავლითა, ხოლო სახელდობ ორაგული, ლოქო, ჭანარი, გოჭა, კაპოეტი და წვრილი თევზი სხვადასხვა გვარნი მრავალნი. და სად აღმოსავლეთად დის, მუნ არს კალმახთა სიმრავლე, დიდთა და წვრილთა, არამედ თევზნი ამისნი არა ეგდენ გემოიანნი, ვითარცა სხვათა მდინარეთანი. კვალათ აღმოიღებენ რუთა და ირწყვიან ამიერ და იმიერ ველნი, სადაცა ნაყოფიერებენ ყოველთა მარცვალთა თესლნი: ბრინჯი, ხორბალი, ქრთილი, ფეტვი, ბამბა, თამბაქო, სელი, ხოლო კანაფი უმუშაკოთ, ნესვი, მელსაპეპონი, კიტრი, ბადრიჯანი, პუმპულა, ხოლო მტილოვანნი ყოველნი და წალკოტთა ხეთანი. ამისთვის იწოდა: „დაბადა ამ მდინარემ ნაყოფნი“, ხოლო აწ დებედა[1].“
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, ტფილისი, 1904 წ., გვ. 40