სადახლოს არხი
სარწყავი არხი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში
სადახლოს არხი — სარწყავი არხი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის ვაკეზე. საზრდოობს მდინარე დებედის წყლით. სათავეს იღებს სოფელ სადახლოს ზემოთ დაახლოებით 3 კმ-ზე. მაგისტრალური არხის სიგრძეა 10,2 კმ; მაქსიმალური გამტარუნარიანობა — 1,0 მ³/წმ. რწყავს მარნეულის მუნიციპალიტეტის მიწებს (1210 ჰა). ექსპლუატაციაშია 1930 წლიდან.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვახარია ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 620.