ნესვი
ნესვი — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარის ლათ. Cucumis-ის გვარი გოგრისებრთა ოჯახისა. აქვს მომრგვალო-დაკურთხული ღერო, გრძელყუნწიანი და მსხვილი ფოთოლი, ცალსქესიანი, ზოგჯერ ორსქესიანი ყვავილი. ნაყოფი მრავალთესლიანი გოგრულაა, რომელსაც სხვადასხვა ფორმა აქვს.
ნესვი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Cucumis sativus | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Cucumis | |||||||||||||
|
ნესვის სამშობლოდ ითვლება შუა და მცირე აზია. ცნობილი სახეობებია გველისმაგვარი, დეკორატიული (აღმოსავლეთ საქართველოში დასტამბო) და ჩინური. კულტურაში გავრცელებულია უფრო ჩვეულებრივი ანუ სუფსის ნესვი ( ლათ. Cucumis melo). სითბოს მოყვარული მცენარეა, უძლებს გვალვას. კარგად ხარობს 25-30 °C ტემპერატურაზე.
ნაყოფი ძვირფასი საკვები და დიეტური პროდუქტია. დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს (16-18%-ზე მეტს), C ვიტამინს (60 მგ-მდე), კაროტინს, პექტინოვან ნივთიერებას და მინერალურ მარილებს. იყენებენ ნედლად, აგრეთვე შემჭკნარსა და გამხმარს. მისგან ამზადებენ ხილფაფას, მურაბას, ცუკატს, მარმელადსა და სხვას. შუა აზიის სარწყავ პირობებში ნესვის მოსავალი 1 ჰა-ზე 300-400 ც, ურწყავ რაიონებში — 200 ც-მდე აღწევს. საქართველოში გავრცელებულია უფრო ადგილობრივი ჯიშები: მეგრული ადგილობრივი, მუხიანური ადგილობრივი, აგრეთვე „მშვენება“, „კოლხოზნიცა 749/753“.
ლიტერატურა
რედაქტირება- კვაჭაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 395.